გიამიგაიის კლდის მხატვრობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნადირობის სცენა. კლდის მხატვრობა

გიამიგაიის კლდის მხატვრობა — კლდის მხატვრობა, რომელიც მიეკუთვნება ჩვ. წ. IV—I ათასწლეულს და მოიცავს როგორც ბრინჯაოს, ასევე ადრეულ რკინის ხანას. იგი განლაგებულია ორდუბადის რაიონის ტერიტორიაზე, სოფელ ნასირვაზის აღმოსავლეთით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე დასახელება გიამიგაია (აზერ. Gəmiqaya — ქვის გემი) — არის მცირე კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალის — გაფიჯიღის (3905 მ) დასახელება, რომელსაც წარღვნის ლეგენდის მიხედვით ნოეს კიდობანი მიადგა და დროთა განმავლობაში იქცა ქვათ.

ბაზალტის კლდეებზე აღმოჩენილ იქნა 1500 მეტი საკედლო ნახატი ირმების, თხების, ხარების, ძაღლების, გველების, ჩიტების, ფანტასტიური არსებების, ასევე ადამიანების, ურმებისა და სხვადასხვა სიმბოლოები. ნახატებს შორის გვხდება ასევე ქაოტურად დახატული ადამიანების გამოსახულებები, რომლებიც ცეკვავენ. უამრავი დაფიქსირებულია წყაროებთან, მთიანი პლატო გარანგუშის ტერიტორიაზე. ხალხის გამოსახულება გამოსახულია სქემატურად. გვხდება, როგორც წყვილები, ასევე ჯგუფური ნახატები. ერთ-ერთ უნიკალურ გამოსახულებას წარმოადგენს ადამიანის ფიგურა ცხენთან ერთად.

ნახატებს შორის განასხვავებენ თხებს, რაც იმის დამადასტურებელია, რომ თხებს მნიშვნელოვანი როლი ეკავა მათ ცხოვრებაში. ერთ-ერთ ნახატზე მხატვარმა გამოსახა შეტევისთვის მზადყოფნაში მდგარი ლეოპარდი. საინტერესოა, ასევე ირმების რეალისტური გამოსახულებები.

გიამიგაიის  ფართობი მცირეა მუდმივი საცხოვრებელი ადგილისთვის, მაგრამ ტერიტორიას ძველად იყენებდნენ საზაფხულოდ. ადამიანები აქ სეზონურად ჩამოდიოდნენ. ითვლება, რომ ზუსტად ამ დროს იქმნებოდა კლდის მხატვრობა.

მსგავსი სტილისა და თემატიკის ნახატები ნაპოვნია მდინარე არქსის ხეობაში კერამიკულ ნაკეთობებზე.

გიამიგაიის ყველაზე ძველი პეტროგლიფები თარიღდება ძვ.წ IV—I ათასწლეულით[1].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]