გზირი

From ვიკიპედია
Jump to navigation Jump to search

გზირი — გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში ადგილობრივი ადმინისტრაციის დაბალი მოხელე, სოფლის მამასახლისის ხელქვეითი. ევალებოდა ბრძანებისა თუ განკარგულების ადგილზე მიტანა და გამოცხადება, ვისიმე გამოძახება და სხვა. ტერმინი „გზირი“ ადრინდელ ქართულ ძეგლებშიც გვხვდება, მაგრამ მისი იმდროინდელი მნიშვნელობა უცნობია. ივ. ჯავახიშვილის აზრით, შესაძლებელია „გზირი“ სიტყვა „გზისაგან“ იყოს ნაწარმოები.

ლიტერატურა[edit | edit source]

  • სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 150, თბ., 1978 წელი.
  • სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952, გვ. 411-413;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928, გვ. 207-208;