შინაარსზე გადასვლა

გზა შუქურისკენ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„გზა შუქურისკენ“

ავტორი ვირჯინია ვულფი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ბრიტანული ინგლისური
გამოცემის თარიღი 1927
წინამორბედი მისის დელოუეი
მომდევნო ორლანდო

გზა შუქურისკენ (ინგლ. To the Lighthouse) — ვირჯინია ვულფის 1927 წლის რომანი.

ნაწარმოებში მოქმედება 1910-1920 წლების შუალედში მიმდინარეობს და რემზების ოჯახის მიერ კუნძულ სქაიზე გატარებულ დროზე მოგვითხრობს. რემზები — მისის რემზი, მისი ინტელექტუალი მეუღლე მისტერ რემზი და მათი რვა შვილი — შოტლანდიის კლდოვან სანაპიროზე მდებარე საზაფხულო აგარაკში ოჯახის მეგობრების გარემოცვაში ატარებენ არდადეგებს. რომანი მისტერ რემზის მიერ შუქურაზე ვიზიტის, ერთი შეხედვით, ტრივიალური გადადებით იწყება, რაზეც ვულფი ადამიანებს შორის ურთიერთობებს კომპლექსურობის კვლევას აგებს.

მოდერნისტული ტრადიციის სხვა ნაწარმოემების მსგავსად, რომანში „გზა შუქურისკენ“ ფილოსოფიურ ძიებებთან შედარებით, სიუჟეტს მეორეხარისხოვანი როლი აქვს. რომანში თითქმის არაა დიალოგები და მისი უმეტესი ნაწილი პერსონაჟთა ფიქრებისა და დაკვირვებებისგან შედგება. რომანი იკვლევს ისეთ თემებს, როგორებიცაა დანაკარგი, სუბიექტურობა, ხელოვნება, აღქმის პრობლემა.

1998 წელს რომანი Modern Library-ის სიაში „XX საუკუნის 100 საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანი„ მე-15 ადგილზე მოხვდა.[1] 2005 წელს „გზა შუქურისკენ“ ასევე შევიდა ჟურნალ ტაიმის საიაში „100 საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანი 1923 წლის შემდეგ“.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 100 Best Novels. Random House (1999). ციტირების თარიღი: 11 January 2010 This ranking was by the Modern Library Editorial Board of authors.
  2. „All-Time 100 Novels“. Time. 6 January 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 6 January 2020.