შინაარსზე გადასვლა

გვიდო დე მარკო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გვიდო დე მარკო
გვიდო დე მარკო
დე მარკო 2003 წელს
მალტის მე-6 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 აპრილი, 1999  4 აპრილი, 2004
პრემიერ-მინისტრი  ედუარდ ფენეჩ ადამი
წინამორბედიუგო მიფსუდ ბონიჩი
მემკვიდრეედუარდ ფენეჩ ადამი

გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1990  1991
წინამორბედიჯოზეფ ნანვენ გარბა
მემკვიდრესამირ ს. შიჰაბი

დაბადებული22 ივლისი, 1931
ვალეტა, მალტა
გარდაცვლილი12 აგვისტო, 2010
მსიდა, მალტა
დაკრძალულიაპაოლა
პოლიტიკური პარტიანაციონალისტური პარტია
მეუღლევიოლეტა დე მარკო
შვილები3
პროფესიაიურისტი
საქმიანობაპოლიტიკოსი
ხელმოწერა

გვიდო დე მარკო (22 ივლისი, 193112 აგვისტო, 2010)[1]მალტელი პოლიტიკოსი, 1999 წლიდან 2004 წლამდე მალტის მეექვსე პრეზიდენტი. ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე და კანონმდებელი, დე მარკო ასევე იყო პრემიერ-მინისტრის მოადგილე, შინაგან საქმეთა, იუსტიციის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი.

1990 წელს დე მარკო გაეროს გენერალური ასამბლეის 45-ე სესიის პრეზიდენტად აირჩიეს, ხოლო 2004 წელს - თანამეგობრობის ფონდის თავმჯდომარედ.[2][3] გვიდო იყო ცნობილი სისხლის სამართლის ადვოკატი, 1980-იან წლებში მალტაში რამდენიმე მნიშვნელოვან საქმეს იცავდა. მისმა უეცარმა გარდაცვალებამ 2010 წელს შოკში ჩააგდო ერი და სამდღიანი ეროვნული გლოვა და სახელმწიფო დაკრძალვა გამოიწვია.[4]

ადრეული ცხოვრება და ოჯახი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვიდო დე მარკო დაიბადა ვალეტაში ემანუელე და ჯოვანა (ქალიშვილობის გვარით რანიოლო) დე მარკოების ოჯახში. მან განათლება მიიღო წმინდა იოსების საშუალო სკოლაში, წმინდა ალოიზიუსის კოლეჯსა და მალტის უნივერსიტეტში. 1952 წელს მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი ფილოსოფიაში, ეკონომიკასა და იტალიურ ენაში, ხოლო 1955 წელს გახდა სამართლის დოქტორი. ჯერ ლექტორი, შემდეგ კი მალტის უნივერსიტეტში სისხლის სამართლის პროფესორი გახდა.

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მალტის მიერ ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრობის განაცხადის წერილი, 1990 წელი. გაგზავნილია მალტის საგარეო საქმეთა მინისტრის, გვიდო დე მარკოს მიერ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯანი დე მიქელისისადმი, რომელიც იმ დროს ევროკავშირის საბჭოს მონაცვლეობითი თავმჯდომარე იყო. გაიმართა ბრიუსელში, ევროპის ისტორიის სახლში.
გვიდო დე მარკოს მემორიალი ვალეტაში
დე მარკოს საფლავი პაოლაში, ადოლორატას სასაფლაოზე.

1962 წელს დე მარკომ დატოვა გენერალური პროკურორის თანამდებობა და პოლიტიკურ ასპარეზზე გადავიდა, რათა მოგვიანებით 1966 წლის მალტის საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ებრძოლა. წარმატებული სისხლის სამართლის ადვოკატი ამიერიდან თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს ნაციონალისტებსა და მალტის საქმეს მიუძღვნიდა.[5]

მისი პოლიტიკური კარიერა 1966 წელს წარმომადგენელთა პალატაში არჩევით დაიწყო. 1972 წელს ნაციონალისტური პარტიის გენერალურ მდივნად დაინიშნა, ხოლო 1977 წელს პარტიის ლიდერის მოადგილე გახდა. 1967 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლად აირჩიეს, სადაც თითქმის ოცი წლის განმავლობაში ამ თანამდებობაზე იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრად მუშაობის პერიოდში დე მარკოს ძალისხმევამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონვენციების, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ინტეგრირება შიდა სამართალში განაპირობა. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას განახორციელა რეფორმები პოლიციაში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პოლიციის აკადემიის დაარსებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მან მალტის განაცხადი წარადგინა ევროკავშირში გაწევრიანებაზე.[6] ეს მისი ერთ-ერთი პირველი ქმედება იყო, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის, 1990 წლის 16 ივლისს. გვიდომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მალტის კონსოლიდაციაში საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის გაეროში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში, ევროპის საბჭოში და ერთა თანამეგობრობაში. 1990 წელს ის ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებდა.

1999 წლის 4 აპრილს დე მარკო მალტის პრეზიდენტად დაინიშნა. მან თავისი ქვეყანა ევროკავშირში 2004 წელს გააწევრიანა.[7]

2004 წელს იგი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიიღო „მეცნიერებასა და პოლიტიკაში მიღწეული წარმატებებისთვის, კერძოდ, მალტის ევროკავშირში ინტეგრაციის მცდელობებისთვის“.[8]

ჯანმრთელობის გაუარესება და სიკვდილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის 5 აგვისტოს დე მარკოს ჩაუტარდა ანგიოპლასტიკა გულის დახშული არტერიის გასაფართოებლად. ჩარევის შედეგად გართულებები წარმოიშვა, რამაც მისი მდგომარეობა კრიტიკული, თუმცა სტაბილური გახადა. მატერ დეის საავადმყოფოს სამედიცინო ჯგუფმა დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა სამედიცინო ბიულეტენების სერია, სადაც ნათქვამი იყო, რომ დე მარკო მკურნალობას ექვემდებარეობდა და გაუმჯობესების ნიშნებს ავლენდა. მისი მდგომარეობა საათობრივად უმჯობესდებოდა, იმდენად, რომ სიცოცხლის შემანარჩუნებელი აპარატებიდანაც კი მოიხსნა. ხუთი დღის შემდეგ ის მატერ დეის საავადმყოფოდან გაწერეს, თუმცა სამედიცინო ჯგუფის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

2010 წლის 12 აგვისტოს დე მარკომ ინტერვიუ მისცა მალტურ გაზეთ „Times of Malta“-ს, სადაც თქვა: „როდესაც კომიდან გამოვედი, აღარ ვგრძნობდი, რომ მოვკვდებოდი. ვგრძნობდი, რომ დავრჩებოდი. აქ იმისთვის ვარ, რომ დავრჩე... სულ მცირე, ახლა“.[9] დე მარკო სლიემაში, ინტერვიუს ჩატარებიდან მალევე, 15:30 საათზე, საკუთარ სახლში დაეცა და სასწრაფოდ გადაიყვანეს მატერ დეის საავადმყოფოში, სადაც მიყვანისთანავე გარდაცვლილად გამოაცხადეს.

დე მარკოს გარდაცვალების ამბავმა ერი,[10][11][12] რომელიც ამ დროისთვის მისი მდგომარეობის გაუმჯობესების გამო შვებას გრძნობდა, შოკში ჩააგდო. მთავრობამ სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. სახელმწიფო დაკრძალვა ორშაბათს, 2010 წლის 16 აგვისტოს გაიმართა.[10]

სოლიდარობისა და მწუხარების გამოხატვის შეტყობინებები დაუყოვნებლივ გაავრცელეს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ნაციონალისტურმა პარტიამ, ლეიბორისტულმა პარტიამ, ასევე სხვა ორგანოებმა და დიპლომატიურმა კორპუსმა. მალტის პრემიერ-მინისტრმა ლოურენს გონზიმ შვებულება შეწყვიტა და კუნძულზე დაბრუნდა. გონზიმ განაცხადა, რომ „მალტამ ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკოსი დაკარგა. ის ქვეყნის დამოუკიდებლობის ფუნდამენტური ფიგურა იყო, წვლილი შეიტანა დემოკრატიის განმტკიცებაში, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცებაში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გაერთიანებული ერების საქმიანობაში. მისმა პრეზიდენტობამ ქვეყანა გააერთიანა“. ოპოზიციის ლიდერმა ჯოზეფ მუსკატმა გარდაცვალებას „ეროვნული დანაკარგი“ უწოდა. მალტის პრეზიდენტის თანამდებობაზე დე მარკოს მემკვიდრე, ედუარდ ფენეჩ ადამი, ამ ამბავმა „შეძრა“ და დე მარკო „მალტის ისტორიის ბოლო ორმოციდან ორმოცდაათ წლამდე პროტაგონისტად“ მოიხსენია. ფენეჩ ადამის მემკვიდრემ, ჯორჯ აბელამ, დე მარკოს გარდაცვალების დროს მალტის პრეზიდენტმა, დასძინა, რომ „გვიდო დე მარკო ნამდვილად გამოირჩეოდა“, უწოდა მას „მხიარული ადამიანი...[რომელიც]... მღეროდა ჯოზეფ კალეა ბოლო კონცერტის განმავლობაში“. აბელამ პირადად მიუსამძიმრა დე მარკოს ოჯახს მატერ დეის საავადმყოფოში.[13] ევროპარლამენტის პრეზიდენტმა იეჟი ბუზეკმა მას „უაღრესად პატივცემული პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე... უწოდა, რომელსაც მთელ ევროპაში ღრმა პატივს სცემდნენ“.[14] მალტაში ლიბიის ყოფილმა ელჩმა, საად ელშლმანიმ, განაცხადა: „პირად დონეზე ის უბრალოდ მეგობარზე მეტი იყო“, და დასძინა, რომ „ახლო აღმოსავლეთში ხალხი მას ტოლერანტობის, თანამშრომლობისა და მეგობრობის საკითხებისადმი დიდი ერთგულებით დაამახსოვრდება“. შეერთებული შტატების ელჩმა დუგლას კმიეკმაც განცხადება გაავრცელა: „მისი, როგორც გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნა და მალტის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალი მისი უნარი და შეუპოვრობა მისი სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის დიდი დამსახურებაა“.[15]

მისი დაკრძალვა 2010 წლის 16 აგვისტოს გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ქუვეითის პრემიერ-მინისტრი ნასერ მოჰამედ ალ-აჰმედ ალ-საბაჰი, პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტის, იასერ არაფატის ქვრივი, სუჰა არაფატი, იტალია|იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვინჩენცო სკოტი და რამდენიმე ელჩი.[16]

  • დამსახურების ეროვნული ორდენის თანამგზავრი, მალტის პრეზიდენტის უფლებით
  • პაპ პიუს IX-ის ორდენის დიდი ჯვრის რაინდი, წმინდა საყდარი (1995)
  • სტარა პლანინას ორდენი ლენტით, ბულგარეთი (2001)
  • ტერა მარიანას ჯვრის ორდენი, ესტონეთი (2001)
  • გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენის სპეციალური კლასის დიდი ჯვარი, გერმანია (2001)
  • სლოვენიის რესპუბლიკის თავისუფლების ორდენის ოქროს მედალი, სლოვენია (2002)
  • პოლონეთის რესპუბლიკის დამსახურების ორდენის დიდი ჯვარი, პოლონეთი (2002)
  • თეთრი ვარსკვლავის ორდენი, ესტონეთი (2003)
  • იტალიის რესპუბლიკის დიდი ჯვრის რაინდის ორდენი, იტალია (2004)
  • სამი ვარსკვლავის ორდენისნდიდი ჯვარი, ლატვია (2004)
  • პირველი კლასის დამსახურების ორდედი, უკრაინა (2007)
  • იზაბელას ორდენის დიდი ჯვარი, ესპანეთი (2009)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Prof. Guido de Marco.
  2. "Former President Of Malta Appointed Chairperson Of The Commonwealth Foundation" დაარქივებული 2008-11-22 საიტზე Wayback Machine. , The Commonwealth, 9 September 2004,
  3. Commonwealth Foundation დაარქივებული 2011-09-30 საიტზე Wayback Machine.
  4. "State funeral on Monday - Three days of national mourning", Times of Malta, 12 August 2010.
  5. Massa, Ariadne (2011-08-14). 'His involvement in politics was the part of his life I could do without'. Times of Malta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-07. ციტირების თარიღი: 2019-04-07.
  6. „Guido de Marco passes away: 'A person who worked for a better Malta' – Mario de Marco“. The Malta Independent. 13 August 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 March 2012. ციტირების თარიღი: 13 August 2010.
  7. „Former Malta president de Marco dies at 79“. TVNZ. 13 August 2010. ციტირების თარიღი: 13 August 2010.
  8. „Ex-President of Malta Guido de Marco passes away“. Voice of Russia. 13 August 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 March 2012. ციტირების თარიღი: 13 August 2010.
  9. Massa, Ariadne (12 August 2010). 'Born again' de Marco cherishing life anew: 'I don't want to slow down'. The Times of Malta. ციტირების თარიღი: 12 August 2010.
  10. 1 2 „Malta mourns Guido de Marco, dead at 79 State Funeral to be held on Monday“. Malta Today. 13 August 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2016. ციტირების თარიღი: 13 August 2010.
  11. Ariadne Massa. (26 July 1997) Farewell to a great man. timesofmalta.com. ციტირების თარიღი: 14 August 2010
  12. Guido de Marco passes away. timesofmalta.com (16 July 1990). ციტირების თარიღი: 14 August 2010
  13. „Update 3: President, political parties pay tribute to Guido de Marco“. The Times of Malta. 12 August 2010. ციტირების თარიღი: 12 August 2010.
  14. „Guido de Marco was a committed European statesman – EP President“. The Times of Malta. 13 August 2010. ციტირების თარიღი: 13 August 2010.
  15. „Prof de Marco 'more than just a friend' – former Libyan ambassador“. The Times of Malta. 13 August 2010. ციტირების თარიღი: 13 August 2010.
  16. „Kuwait remains grateful to de Marco“. The Times of Malta. 16 August 2010. ციტირების თარიღი: 16 August 2010.