გვიანი გაზაფხული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გვიანი გაზაფხული

იაპონური თეატრალური პოსტერი
რეჟისორი იასუძირო ოძუ
პროდიუსერი ტაკეში იამამოტო
სცენარის ავტორი კოგო ნადა
იასუძირო ოძუ
ეფუძნება „მამა და ქალიშვილი“ — კაზუო ჰიროცუ
როლებში ჩიშუ რიუ
სეცუკო ჰარა
ჰარუკო სუგიმურა
გამოსვლის თარიღი სექტემბერი 19, 1949 (1949-09-19) (იაპონია)[1][2]
ხანგრძლივობა 108 წუთი
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
ენა იაპონური

გვიანი გაზაფხული (იაპონ. 晩春) — 1949 წლის იაპონური დრამა. ფილმის რეჟისორია იასუძირო ოძუ, ხოლო სცენარზე მუშაობისას მას თანამშრომლობა კოგო ნოდამ გაუწია. „გვიანი გაზაფხული“ დაფუძნებულია XX საუკუნის იაპონელი რომანისტის, კაზუო ჰიროცუს მოთხრობაზე „მამა და ქალიშვილი“. ფილმი ანტიჰიტლერული კოალიაციის მიერ იაპონიის ოკუპაციის პერიოდშია გადაღებული, რის გამოც მას ოკუპაციური ცენზურის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწია. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ჩიშუ რიუ, რომელსაც ოძუს თითქმის ყველა ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული და სეცუკო ჰარა, რომელმაც „გვიანი გაზაფხულის“ შემდეგ რეჟისორის ექვს ფილმში ითამაშა. „გვიანი გაზაფხული“ ოძუს ეგრეთ წოდებული „ნორიკოს ტრილოგიის“ პირველ ფილმს წარმოადგენს, რომლის მომდევნო ნაწილებია „ადრეული ზაფხული“ (1951) და „ტოკიური ამბავი“ (1953). სამივე ფილმი ახალგაზრდა ქალის, ნორიკოს შესახებ მოგვითხრობს, რომლის როლსაც სეცუკო ჰარა თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ სამივე ნორიკო დამოუკიდებელი პერსონაჟია, მათ ომის შემდგომ იაპონიაში მარტოხელა ქალის სტატუსი აერთიანებთ.

იაპონურ კინოში „გვიანი გაზაფხული“ შომინგეკის ჟანრს მიეკუთვნება, რომელიც საშუალო ან მუშათა კლასის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. „გვიანი გაზაფხული“ ფართოდ მიიჩნევა ოძუმ შემოქმედებითი პერიოდის პირველ ფილმად, მას „რეჟისორის 1950-იანი და 1960-იანი წლების შემოქმედების მთავარ პროტოტიპს“ უწოდებენ.[3] ფილმში ომის შემდგომ პერიოდში იაპონური ოჯახების მდგომარეობაა ასახული.[4]

„გვიანი გაზაფხული“ 1949 წლის 19 სექტემბერს გამოვიდა[1][2] და მალევე იაპონური პრესის კრიტიკოსთა აღიარება დაიმსახურა, ხოლო მომდევნო წელს, როგორც 1949 წლის საუკეთესო იაპონურ ფილმს, გაზეთ Kinema Junpo-ს კრიტიკოსთა ჯილდო მიენიჭა.[5][6][7] ამავე წელს „გვიანი გაზაფხული“ მაინიტის კინოფესტივალზე წარდგა, სადაც ოთხ ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება, ესენია: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო სცენარი და საუკეთესო მსახიობი ქალი.[8][9] 1972 ფილმი აშშ-ში გამოვიდა, სადაც ასევე დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. ითვლება, რომ „გვიანი გაზაფხული“ ოძუს საუკეთესო ნამუშევარია[10] და მის კინომიდგომებსა და ენას საუკეთესოდ წარმოაჩენს.[11] ფილმს „იაპონურ კინოში პერსონაჟის შესწავლის ყველაზე სრულყოფილ და ყველაზე წარმატებულ ნიმუშად“ მიიჩნევენ.[1] სტიუარტ ბაირონმა გაზეთ The Village Voice-დან ფილმს „ოძუს უდიდესი მიღწევა“ უწოდა და აღნიშნა, რომ მისთვის „გვიანი გაზაფხული“ ყველა დროის ათ საუკეთესო ფილმს შორისაა.[12] 2009 წელს გაზეთ Kinema Junpo-ს ყველა დროის საუკეთესო იაპონური ფილმების სიაში „გვიანი გაზაფხული“ 36-ე ადგილზე მოხვდა.[13] 2012 წელს ბრიტანეთის კინოინსტიტუტმა ჟურნალ Sight & Sound-ის გამოკითხვის „ყველა დროის საუკეთესო ფილმები“ შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც „გვიანი გაზაფხული“ მე-15 ადგილზე დასახელდა. საიტზე Rotten Tomatoes ფილმს 100%-იანი რეიტინგი აქვს.[14]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Richie, p. 235
  2. 2.0 2.1 Bordwell, p. 307
  3. Bordwell, p. 311
  4. Umbrella: Issue 2, Spring 2007 – Dan Schneider on Yasujirō Ozu's Late Spring. ციტირების თარიღი: 2011-07-19.
  5. Bock, p. 95–96
  6. Late Spring (1949) — Awards. ციტირების თარიღი: 2011-09-24.
  7. Kinema Junpo [Japanese]. ციტირების თარიღი: 2011-12-24.
  8. Mainichi Film Concours (1950). ციტირების თარიღი: 2011-02-04.
  9. Mainichi Film Concours. ციტირების თარიღი: 2011-02-04.
  10. Russell, Catherine (2007). "Late Spring [DVD Review"]. Cinéaste 32 (2): 65. http://news-business.vlex.com/vid/late-spring-55155713. წაკითხვის თარიღი: 2012-02-07.
  11. Late Spring (1949) – Yasujirō Ozu (Ozu-san.com). ციტირების თარიღი: 2011-09-04.
  12. Untitled Document. ციტირების თარიღი: 2011-12-26.
  13. Greatest Japanese films by magazine Kinema Junpo (2009 version). ციტირების თარიღი: 2011-12-26.
  14. Late Spring – Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 2020-03-21.