გველის მარწყვი
იერსახე
| გველის მარწყვი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Duchesnea indica | ||||||||||||
| ||||||||||||
გველის მარწყვი (ლათ. Duchesnea indica) — მრავალწლოვანი ბალახოვანი სარეველა მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. აქვს 30-100 სმ სიგრძის გართხმული ღერო, სამყურა ფოთლები, მარწყვის მსგავსი წითელი ნაყოფი.
გველის მარწყვის სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. გავრცელებულია ევროპასა და ამერიკაში. საქართველოში გზადმოყოლილი მცენარეა და გვხვდება კოლხეთის დაბლობსა და მთისწინებზე, ძირითადად სუბტროპიკულ კულტურების რაიონებში, იშვიათად აღმოსავლეთ საქართველოშიც. ზოგან მოშენებულია როგორც დეკორატიული მცენარე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 139.