გველთავა (თევზი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გველთავა.
გველთავა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ophiocephalus argus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 13151166

გველთავა (Ophiocephalus argus) — მტკნარი წყლის თევზი გველთავასებრთა ოჯახისა. აქვს 85 სმ-მდე სიგრძის სხეული, 7 კგ-მდე წონა. ქერცლით დაფარული ბრტყელი თავი გველს უგავს. ლაყუჩზედა ორგანოს მეოხებით შეუძლია ჰაერზე სუნთქვა, დაბინძურებულ წყალში ცხოვრება და რამდენიმე დღე სულ უწყლოდ გაძლებაც კი. გვხვდება ამურის აუზსა და ხანკის ტბაში, აგრეთვე ჩინეთსა და კორეაში. იკვებება პატარა თევზებით, ფსკერის ორგანიზმებით. აქვს მცირე სარეწაო მნიშვნელობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]