გველეთის სემღისის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გველეთის სემღისის ხატი — საკულტო ძეგლი მდებარეობს სოფელ გველეთის დასავლეთით, მთის წვერზე, ნაგებია მოზრდილი ზომის უხეშად დამუშავებული ფიქლის — დუღაბზე. შენობა გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გაფართოებული ოთხკუთხედის ფორმისაა. ძეგლი გარკვეულწილად დაზიანებულია, სადაც ჩაქცეულია სახურავი და კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კართან კიბეა, რომელიც შენობის შიგნით ორი საფეხურით ეშვება. სამხრეთ კედელში აღმოჩენილია სარკმლის კვალი. იატაკი მოფენილია იფქლით და გათლილი ქვებით. სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდესთან, ფასადის მხრიდან, დადგმულია ფიქლის ოთხკუთხა სასანთლე ნიში, რომელზეც ოთხი ჯვარია გამოსახული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]