შინაარსზე გადასვლა

გვარნერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გვარნერებივიოლინოს იტალიელ ოსტატთა ოჯახი კრემონადან.

ანდრეა გვარნერი (დ. 1622 ან 1626, კრემონა — 7 დეკემბერი, 1698, იქვე) — ოჯახის უხუცესი წარმომადგენელი. ნ. ამატის მოწაფე. პირველი ვიოლინოები მან ამატების ნახელავთა სტილისა გააკეთა, შემდეგ კი შეცვალა მოდელი. მისი საკრავის დეკა უფრო ბრტელია, გვერდები — დაბალი, ეფები — უსწორო მოხაზულობისა. ანდრეას ვიოლინოებს ნაზი, არც ისე ძლიერი ბგერა აქვს.

პიეტრო გვარნერი (დ. 18 თებერვალი, 1655, კრემონა — გ. 26 მარტი, 1720, მანტუა) — ანდრეას უფროსი შვილი. ვიოლინოებს ამზადებდა საკუთარი მოდელის მიხედვით (განიერი მკერდი, მომრგვალებული ფორმის ეფები). მის საკრავს ლამაზი ტემბრი, მაგრამ ბრწყინვალებას მოკლებული ხმოვანება აქვს.

ჯუზეპე გვარნერი (დ. 21 აგვისტო, 1698, კრემონა — გ. 17 ოქტომბერი, 1744, იქვე) — ანდრეას შვილიშვილი, დელ-ჯეზუდ წოდებული. ა. სტრადივარიუსთან ერთად მიიჩნევა იტალიელ ვიოლინოს ოსტატთა ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად. შექმნა ახალი ტიპის ვიოლინო, რომელიც ძლიერი და სავსე ტონით, ნაირფეროვანი და გამომსახველი ტემბრით გამოირჩევა.

ვიოლინოს დიდოსტატებად ითვლებიან ასევე ანდრეას შვილი ჯუზეპე (დ. 25 ნოემბერი, 1866, კრემონა — გ. 1739, იქვე) და პიეტრო (დ. 14 აპრილი, 1695, კრემონა — გ. 7 აპრილი, 1762, ვენეცია)