შინაარსზე გადასვლა

გვარების აზერბაიჯანიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გვარების აზერბაიჯანიზაცია (აზერ. Soyadların Azərbaycan dilinə uyğunlaşdırılmasıგვარების აზერბაიჯანულ ენასთან შესაბამისობაში მოყვანა) — აზერბაიჯანის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განხორციელდა. 1993 წელს მილი მეჯლისის გადაწყვეტილების თანახმად, გვარის სლავიზებული დაბოლოება, ანუ აფიქსები („-ov“ და „-yev“) შეიძლება შეიცვალოს ისეთი აფიქსებით, როგორიცაა „-lı“ (სიტყვის ძირიდან „-li“, „-lu“, „-lü“), „-zadə“, „-oğlu“ (რაც ნიშნავს „შვილს“), „-qızı“ (რაც ნიშნავს „ქალიშვილს“) ან უბრალოდ წაიშალოს დაბოლოება.[1] ასევე, აზერბაიჯანულ ენაში სახელისა და გვარის გარდა, მამის სახელებიც გამოიყენება, თუმცა, ეს ძირითადად იურიდიულ დოკუმენტებში გვხდება და არა ყოველდღიურ გამოყენებაში. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ილჰამ ალიევი ფართოდ ცნობილია თავისი სახელითა და გვარით, მისი სრული სახელია „ილჰამ ჰეიდარ ოღლუ (ქართ. ძე) ალიევი“ (აზერ. İlham Heydər oğlu Əliyev).[2]

აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მოამზადა გვარებთან დაკავშირებული კონკრეტული კონცეფცია და წარუდგინა იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციას. მეცნიერებათა აკადემიის კომისიამ განიხილა ოთხი ვარიანტი. მათი შემოთავაზება იყო „-lı“, „-li“, „-lu“, „-lü“, „-oğlu“ ან „-soy“ (რაც გვიჩვენებს „ოჯახურ ხაზს“) და „-gil“ (რაც ნიშნავს „-დან“).[3]

მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ნიზამი ჯაფაროვის მიხედვით, 2010 წელს აზერბაიჯანში გვარების დაბოლოების 80% იყო „-ov“, „-yev“, 10% იყო „-li“, „-lu“, „-lu“ და კიდევ 10% იყო „-zade“ (ძე). სამოქალაქო რეესტრის სააგენტო წინა კანონის საფუძველზე მხოლოდ „-ov“ (ოვ), „-yev“ (ევ) მიიჩნევდნენ მისაღებად. ზოგჯერ მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ აერჩიათ სხვა დაბოლოებები, როგორიცაა „-lı“, „-li“, „-lu“, „-lü“, მაშინაც კი, თუ ეს გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.[3]

მსგავსი, გვარების შეცვლის კამპანია ასევე დაიწყეს საქართველოს აზერბაიჯანელებმაც, რათა მოეშორებინათ რუსული დაბოლოება გვარებს.[4]

  1. „Azərbaycan Respublikası vətəndaşlarının soyadlarının dövlət dilinə uyğunlaşdırılması haqqında AZƏRBAYCAN RESPUBLİKASI MİLLİ MƏCLİSİNİN QƏRARI“.
  2. Republic of Azerbaijan Civil Code, 26.1. ციტირების თარიღი: 2016-04-19
  3. 3.0 3.1 trend.az. „Azərbaycanda soyad sonluqlarının dəyişdirilməsi ilə bağlı yekun variant üzərində dayanılıb“ (აზერბაიჯანული).
  4. Shota Kincha. „Azerbaijani activists in Georgia want family names ‘liberated from occupation’“ (ინგლისური). OC media.