გვანდრის უღელტეხილი
გვანდრის უღელტეხილი | |
---|---|
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2950 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
გვანდრის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე 2950 მ. აგებულია კაბრიულისწინა და ქვედა პალეოზოური ფიქლებით. მოქცეულია თოვლისა და მყინვარების ზონაში. საცალფეხო ბილიკით აფხაზეთს აკავშირებს ყარაჩაი-ჩერქეზეთთან.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 603.