გვანგჯონგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გვანგჯონგი
광종
კორე იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 949 წლის 13 აპრილი
მმართ. დასასრული: 975 წლის 4 ივლისი
წინამორბედი: ჯეონგჯონგი
მემკვიდრე: გიეონგჯონგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 925
დაბ. ადგილი: გაეგიეონგი
გარდ. თარიღი: 975 წლის 4 ივლისი
გარდ. ადგილი: გაეგიეონგი
მეუღლე: დედოფალი დაემოკი
სრული სახელი: ვანგ სო
დინასტია: კორე
მამა: თაეჯო
დედა: დედოფალი შინმიეონგსუნსეონგი
ეროვნება: კორეელი

გვანგჯონგი (კორ. 고려 광종) (925-975) — კორეელი მმართველი. მისი ნამდვილი სახელია ვან გო (왕소, 王昭), ჩინური სტილით კი ილხვა (일화 日華). ის იყო კორეს დინასტიის მეოთხე მეფე და იმპერატორი 947 წლიდან 975 წლამდე.

მეფობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც გვანგჯონგი ავიდა ტახტზე 949 წელს 25 წლის ასაკში კორეს სამეფო არასტაბილურად იყო: მოგვიანებით რათა გაერთიანებინა სამი სამეფო, მისმა მამამ თაეჯომ დააარსა ალიანსები ძლიერი ოჯახებით, ამის შედეგად ამ კლანებმა დაიწყეს ბრძოლა მთავრობაზე კონტროლისთვის.[1] როდესაც ის იყო მოწმე მის ძმებს შორის ბრძოლის ტახტის მოსაპოვებლად, მან იგრძნო, რომ აუცილებლად უნდა განემტკიცებინა მეფის ძალაუფლება და დააჯილდოვა ყველა, ვინც შეიტანა თავისი წვლილი კორეს განვითარებაში, ასევე ყველანაირ ძალისხმევას იყენებდა, რომ დაემყარებინდა და გაეღრმავებინა დიპლომატიური ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან. მან შეისწავლა თანგის წიგნის დიფანის თაიზონგი, რათა უკეთ გააეგო რა გაეკეთებინა, ამგავრად მან აღმოაჩინა ბევრი მსგავსება თაიზონგისა და მის სიტუაციებს შორის. 949 წელს საგადასახადო განაკვეთის რეგულირების შემდეგ, მან დაიწყო მთელი რიგი რეფორმების გატარება, რომელიც ხელს შეუწყობდა სამეფო პოლიტიკური სისტემის სტაბილურობას, ასევე განავითარებდა ეკონომიკასა და სამხედრო ძალას.[1]

მან პირველი რეფორმა 956 წელს გაატარა, როდესაც მან დასუსტებულ შეძლებულ ოჯახებს ჩამოართვა მონები, მონების განთავისუფლების კანონის შემოღებით (노비안검법, 奴婢按檢法, ნობიანგეომბეოპი):[1] ეს რეფორმა მოიგო მისმა მთავრობამ ადამიანების მხარდაჭერით, გათავისუფლებული მონები იყვნენ უბრალოდ აყვანილი, როგორც სამხედრო ტყვეები, ასევე ისინი ეხმარებოდნენ ეკონომიკას, რადგან ყოფილ მონებს როგორც ჩვეუებრივ მოქალაქეებს უნდა გადაეხადათ გადასახადები სამსახურის საშუალებით, ან მიწის ნაკვეთებზე მუშაობით ან ფეოდალების სამსახურში ჩადგომით.[1] მან შემდეგ გარდაქმნა და გააფართოვა სამხედრო ძალა ხიტანისა და ჯურჩენის წინაშე, ააშენა თორმეტი გარნიზორი ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთის საზღვრებზე, ასევე შეცვალა ლორდები დედაქალაქსა და პროვინციებში სამეფო კარის ოფიციალური წარმომადგენლებით. 963 წელს მან დედაქალაქში შექმნა სასამართლო დაცვის საშუალების ცენტრები.

ეროვნული სამოქალაქო სამსახურის შემოწმების ინსტიტუტით (과거, გვაგეო) 958 წელს, გვანგჯონგმა შეძლო სასამართლოდან გაეძევებინა ადამიანები ძლიერი კლანებიდან და შეეცვალა ისინი სამოქალაქო პირებით, რომელიც დაკომფლექტებული იყო ღირსეული პირებით, ეს შესაძლებლობას აძლევდა არა მხოლოდ მდიდარ ადამიანებს, არამედ ღარიბებსაც ემუშავათ სახელმწიფო სამსახურში. სამოქალაქო სამსახურის შემოწმების ინსტიტუტი მეფეს შესთავაზა ყოფილმა ჩინელმა დესპანმა სანგიმ და ეფუძნებოდა თანგის სამოქალაქო სამსახურის განხილვას, ასევე კონფუციანელ კლასიკოსებს. 960 წელს მეფემ შემოიტანა სხვადასხვა ფერი სასამართლო სამოსისა, რათა გაემიჯნა სხვადასხვა რანგის თანამდებობების წევრები.[2] სხვა ქმედებები იყო მიმართული კორეს იმპერიისა და თავად იმპერატორის უფლებამოსილების განმტკიცებისთვის და გაძლიერებისთვის, რამაც ბოლო მოუღო ჩინეთის მოხარკე ქვეყნის სტატუსს. საიმპერატორო დედაქალაქს ერქვა კესონგი და დასავლეთის დედაქალაქს ფხენიანი, მის ერას კი უწოდეს „გვანგდეოკი“ (光德, 광덕).

გვანგჯონგის რეფორმები ცუდად მიიღეს დიდებულებმა, განსაკუთრებით მაღალმა სამხედრო და სამოქალაქო პირებმა, რომლებმაც წვლილი შეიტანეს კორეს დაარსებაში. მეფე სიკვდილით სჯიდა მათ, ვინც გაბედავდა მის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობას.

თავის სიცოცხლეში გვანგჯონგმა მხარი დაუჭირა ბუდიზმის გავრცელებას, მან მიიღო გამოცდილი ბერები მრჩეველების სახით და ხელი შეუწყო ტაძრების მშენებლობას: მან ააშენა ტაძარი იონგჯუსა ჩეონგჯუში, ჩრდილოეთ ჩუნგჩეონგში 962 წელს და ტაძარი ჩეონგპიეონგში 973 წელს. მან ასევე შექმნა გამოცდა ბუტისტური მღვდლებისთვის, სახელწოდებით სეონგვა, რათა დაეკავშრებინა ხელისუფლება და ეკლესია ერთმანეთისთვის. ის ცდილობდა გაეერთიანებინა დანაწევრებული ბუდისტური ბრძანებები, მაგრამ ეს უკანასკნელი მცდელობა ჩაეშალა.[3]

გარდაცვალება და მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვანგჯონგი დაავადდა სერიოზული ავადმყოფობით 975 წელს და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა 51 წლის ასაკში. პოლიტიკური რეფორმა, რომელიც მიმართული იყო არისტოკრატიის ძალების აღსაკვეთად გადავიდა მის მემკვიდრეებზე, მაგრამ ისინი არ იყვნენ ისეთ მდგომარეობაში, რომ გაძღოლოდნენ მას. შედეგად ბიუროკრატია ღირსეული არისტოკრატიიდან, მემკვიდრეობით კლასში გადავიდა. ისტორიკოს ჩოი სეუნგნო, რომელსაც კორეს მეექვსე მეფის მმართველობის პერიოდში პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა დაგმო გვანგჯონგის აკვიატება ბუდიზმის მიმართ, ასევე მეფის საზოგადოებრივი პროექტები, რომელმაც ისტორიკოსის თქმით სამეფო ვალებში გადააგდო და გვანგჯონგი შერაცხა, როგორც ტირანი მმართველი, მისი სისასტიკის გამო.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მამა: მეფე თაეჯო (고려 태조; 877 წლის 31 იანვარი943 წლის 4 ივლისი)
  • დედა: დედოფალი სინმიეონგსუნსეონგი ჩუნგჯუ იუს კლანიდან (신명순성왕후 유씨; 900 - 951)
  • მეუღლეები:
  1. დედოფალი დაემოკი ჰვანგჯუ ჰვანგბოს კლანიდან (대목왕후 황보씨), მეფის ნახევარ და
    1. ვანგ ჯუ (왕주, 955 წლის 9 ნოემბერი - 981 წლის 13 აგვისტო), პირველი ვაჟიშვილი - კორეს მმართველი გიეონგჯონგი
    2. ტახტის მემკვიდრე პრინცი ჰიოჰვა (효화태자), გარდაიცვალა ნაადრევად
    3. ლედი ჩეონჩუჯეონი (천추전부인)
    4. ლედი ბოჰვაგუნგი (보화궁부인)
    5. დედოფალი მუნდეოკი (문덕왕후)
  2. პრინცესა გიეონგჰვაგუნგი (경화궁부인), კორეს მმართველის ჰიეოჯონგისა და დედოფალ უიჰიეს ქალიშვილი (의화왕후)
  3. სამეფო დიდსულოვანი მეუღლე ჰიეონი კიმის კლანიდან (현비 김씨)

პოპულარული კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელევიზიაში კორეს მმართველი გვანგჯონგი განასახიერა შემდეგმა მსახიობებმა:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Lee, Carol. (October 19, 2015) A reforma política do reino de Goryeo pt. Korea Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 24, 2016. ციტირების თარიღი: September 19, 2016.
  2. Yi, Ki-baek (1988). A New History of Korea. ISBN 978-0-67461-576-2. 
  3. Grayson, James Huntley (2002). Korea - A Religious History. ISBN 978-0-70071-605-0.