გეტის ცენტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გეტის ცენტრი
Getty Center 2.jpg
34°04′39″ ჩ. გ. 118°28′30″ დ. გ. / 34.07750° ჩ. გ. 118.47500° დ. გ. / 34.07750; -118.47500
დაარსდა 1997
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
მისამართი ლოს-ანჯელესი
ვიზიტორები >1,400,000 (2019)
ოფიციალური საიტი https://www.getty.edu/

გეტის ცენტრი (ინგლ. Getty Center) — პოლ გეტის მუზეუმის კამპუსი. 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების ცენტრი გაიხსნა საზოგადოებისთვის 1997 წლის 16 დეკემბერს[1] და ცნობილია თავისი არქიტექტურით, ბაღებითა და ხედებით, რომელიც გადაჰყურებს ლოს ანჯელესს. ცენტრი მდებარეობს ბორცვის თავზე, რომელიც დაკავშირებულია ვიზიტორების ავტოსადგომთან გორაკის ბოლოში, გეტის ცენტრის ტრამვაით.[2]

მუზეუმის ცენტრალურ ფილიალში წარმოდგენილია მე-20 საუკუნის წინანდელი ევროპული ნახატები, ხელნაწერები, ქანდაკებები, დეკორატიული ხელოვნება და ფოტოები 1830-იანი წლებიდან დღემდე.[3][4] გარდა ამისა, მუზეუმის კოლექცია მოიცავს გარე ქანდაკებებს, რომლებიც განლაგებულია ტერასებზე და ბაღებში, ასევე აქ არის რობერტ ირვინის მიერ შექმნილი დიდი ცენტრალური ბაღი. გამოფენილ ნამუშევრებს შორის არის ვინსენტ ვან გოგის ნახატი ,,მზესუმზირები". არქიტექტორ რიჩარდ მეიერის დიზაინით, კამპუსში ასევე არის გეტის კვლევითი ინსტიტუტი (GRI), გეტის კონსერვაციის ინსტიტუტი, გეტის ფონდი და J. Paul Getty Trust.

ადგილმდებარეობა და ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად, გეტის მუზეუმი შეიქმნა პოლ გეტის სახლში, რომელიც მდებარეობს ლოს-ანჯელესში. 1970-იან წლებში გეტიმ ააგო იტალიური ვილის ასლი, რათა უკეთ შეენახა მისი კოლექცია, რომელიც გაიხსნა 1974 წელს. 1976 წელს გეტის გარდაცვალების შემდეგ, მთელი ქონება გადაეცა მუზეუმს. მალე, კოლექცია გაიზარდა და საჭირო გახდა ახალი ფილიალის მოძებნა. მუზეუმმა შეიძინა კამპუსი სანტა-მონიკას მთებში. გორაკის მწვერვალი ზღვის დონიდან არის 900 ფუტზე (270 მ), საკმარისად მაღალი, რომ შესაძლებელია დაინახოთ არა მხოლოდ ლოს-ანჯელესის ხედი, არამედ სან-ბერნარდინოს მთებიც, ასევე სან გაბრიელის მთები აღმოსავლეთით და წყნარი ოკეანე დასავლეთით.[5][6]

ცენტრის ფასმა შეადგინა 733 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც მოიცავს 449 მილიონ აშშ დოლარს მშენებლობისთვის, 115 მილიონი აშშ დოლარი მიწისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის, 30 მილიონი აშშ დოლარი მოწყობილობებისა და აღჭურვილობისთვის, ხოლო 139 მილიონი აშშ დოლარი დაზღვევისთვის, ინჟინრებისა და არქიტექტორების საფასურისთვის, ნებართვებისა და უსაფრთხოების ზომებისთვის.

ქონების ამჟამინდელი ფასი ცვალებადია ბაზართან მიმართებაში, მაგრამ 2013 წლის ივნისში მიწა და შენობები შეფასდა 3,853 მილიარდ დოლარად (ექსპონატები არ შედის).

1984 წელს რიჩარდ მაიერი აირჩიეს ცენტრის არქიტექტორად.[7] ფართო პირობითი გამოყენების ნებართვის პროცესის შემდეგ,[8] მშენებლობა Hathaway Dinwiddie სამშენებლო კომპანიის[9] მიერ დაიწყო 1989 წლის აგვისტოში.[10] მშენებლობა მნიშვნელოვნად შეფერხდა, დაგეგმილი დასრულების თარიღი გადავიდა 1988 წლიდან 1995 წლამდე (1990 წლის მდგომარეობით).[11] თუმცა 1995 წლისთვის კამპუსი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.

საბოლოოდ ცენტრი გაიხსნა საზოგადოებისთვის 1997 წლის 16 დეკემბერს.[12] მიუხედავად იმისა, რომ 1990 წლის მონაცემებით პროექტის მთლიანი ღირებულება 350 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, მოგვიანებით იგი 1.3 მილიარდად შეფასდა.[13] ცენტრის გახსნის შემდეგ ვილა დაიხურა ფართო რემონტისთვის და 2006 წლის 28 იანვარს ხელახლა გაიხსნა, რათა ძველი საბერძნეთის, რომისა და ეტრურიას ხელოვნებასა და კულტურაზე გაეკეთებინა ყურადღება.[14] ამჟამად მუზეუმი აჩვენებს კოლექციებს გეტის ცენტრში და გეტის ვილაში.

2005 წელს, ლოს-ანჯელეს თაიმსში სტატიების სერიის შემდეგ გეტის ტრასტისა და მისი მაშინდელი პრეზიდენტის დოქტორ ბარი მუნიცის ფულადი შემოსავლების და ხარჯის შესახებ, კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა ჩაატარა გამოძიება გეტის ტრასტზე და აღმოაჩინა, რომ არანაირი კანონი არ დარღვეულა და დათანხმდა გარე მონიტორინგის დანიშვნას მომავალი ხარჯების განსახილველად.[15] გეტის ტრასტმა ფინანსური სირთულეები განიცადა 2008 და 2009 წლებში და ხარჯების შესამცირებლად 1,487 ბიუჯეტირებული თანამშრომლის 205 ადგილი შეამცირა.[16][17] მიუხედავად იმისა, რომ გეტის ფონდის შემოსავალმა 2007 წელს მიაღწია 6,4 მილიარდ აშშ დოლარს, 2009 წელს იგი დაეცა 4,5 მილიარდ დოლარამდე.[18] ფონდის შემოსავალი 2013 წლისათვის გაიზარდა 6.2 მილიარდამდე.[19]

გეტის კვლევითი ინსტიტუტი (GRI)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეტის კვლევითი ინსტიტუტი (GRI) ,,ეძღვნება ვიზუალური ხელოვნების ცოდნის გაღრმავებას და წინსვლას."[20] სხვა ჰოლდინგებთან ერთად, GRI- ს კვლევითი ბიბლიოთეკა მოიცავს 900,000-ზე მეტ წიგნს, ასევე პერიოდულ გამოცემებს და აუქციონის კატალოგებს, სპეციალურ კოლექციებს და ხელოვნებისა და არქიტექტურის ორ მილიონ ფოტოსურათს.[21] GRI–ს სხვა საქმიანობა მოიცავს გამოფენებს, პუბლიკაციებს და მკვლევართა პროგრამას.[20] გეტის ცენტრში, GRI მდებარეობს მუზეუმის დასავლეთით.[22] მრგვალი შენობა გარშემორტყმულია კეთილმოწყობილი ბაღით და მდებარეობს ცენტრალური ბაღის დასავლეთით. GRI–ს მთავარი შესასვლელი ტერასით არის დაკავშირებული მუზეუმის მთავარ შესასვლელ კორტთან, მარშრუტის გასწვრივ განთავსებული გარე ქანდაკებებით.[23] GRI–ს აქვს ერთი სამხატვრო გალერეა შესასვლელთან, რომელიც ღიაა საზოგადოებისთვის.

ლოს-ანჯელესის 180 გრადუსიანი პანორამული ხედი გეტის სამხრეთით.
ლოს-ანჯელესის 180 გრადუსიანი პანორამული ხედი გეტის სამხრეთით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Getty Center: Reflecting on 10 Years. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 13, 2010. ციტირების თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
  2. Simon, Richard (August 11, 1995). „The Art of Getting to the Getty Will Have Visitors Floating on Air“. Los Angeles Times.
  3. http://www.getty.edu/museum/about.html Retrieved March 16, 2018.
  4. http://www.getty.edu/art/photographs/ Retrieved March 16, 2018.
  5. Morgenstern, Joe. Getty opens mammoth hilltop center to public. Wall Street Journal (Eastern edition), December 16, 1997.
  6. Hardy, Terri. "Covering all angles – 'preview' a coveted assignment". Daily News of Los Angeles, December 10, 1997.
  7. Miller, Daryl H. Meier: centering on a landmark. Daily News of Los Angeles, December 20, 1987.
  8. Moody, Lori. "In the home stretch – half-finished Getty Center nearing landmark status". Daily News of Los Angeles, April 18, 1995.
  9. „Getty Center“. Los Angeles Business Journal. August 27, 2007. ციტირების თარიღი: January 12, 2011.
  10. "Construction under way on Getty Center". Los Angeles Times, August 13, 1989.
  11. Muchnic, Suzanne. "Catching up with the Getty Center. Art: A look at the $350-million Getty Center in Brentwood as it moves toward a 1995 completion date". Los Angeles Times, October 22, 1990.
  12. Sullivan, Deborah. "Getty's message to the world: Come on in!" Daily News of Los Angeles, December 17, 1997.
  13. Muchnic, Suzanne. "Five years of the Getty; Isolated? Elitist? L.A. makes the Getty its own in surprising ways". Los Angeles Times, December 15, 2002.
  14. About the Museum. Getty Museum. ციტირების თარიღი: November 25, 2010
  15. Report of the Attorney General's Investigation of the J. Paul Getty Trust. State of California. ციტირების თარიღი: November 25, 2010
  16. 2009 Annual Report. Getty Trust. ციტირების თარიღი: November 15, 2010
  17. Statement from Getty Trust President and CEO James Wood regarding Getty's FY 2010 budget. J. Paul Getty Trust (April 27, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 19, 2020. ციტირების თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
  18. 2009 Annual Report. Getty Trust. ციტირების თარიღი: November 15, 2010
  19. Boehm, Mike. (March 13, 2014) Getty endowment rises to $6.2 billion for 2013. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: March 26, 2015
  20. 20.0 20.1 About the Research Institute (Research at the Getty). Retrieved August 23, 2008.
  21. Research Library Overview (Research at the Getty). ციტირების თარიღი: August 23, 2008
  22. The Getty Center — Architectural Description. Getty Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 5, 2004. ციტირების თარიღი: September 10, 2008
  23. Modern Outdoor Sculpture at the Getty Center. Getty Museum. ციტირების თარიღი: November 24, 2010