ჯორჯ გერშვინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გერშვინი, ჯორჯ)
ჯორჯ გერშვინი
მშობლიური სახელი George Gershwin
დაბადების სახელი იაკობ გერშოვიცი
დაბადების თარიღი 26 სექტემბერი, 1898
ბრუკლინი, ნიუ-იორკი
გარდაცვალების თარიღი 11 ივლისი, 1937 (38 წლის)
ჰოლივუდი, კალიფორნია
დაკრძალულია ვესტჩესტერ ჰილზის სასაფლაო
ეროვნება ამერიკელი
მეუღლე(ები) კეი სვიფტი

ჯორჯ გერშვინი ((/ˈɡɜːrʃ.wɪn/; ინგლ. George Gershwin, ნამდვილი სახელი Jacob Gershowitz — იაკობ, ან ჯეიკობ გერშოვიცი; (დ. 26 სექტემბერი, 1898, ბრუკლინი, ნიუ-იორკი ― გ. 11 ივლისი, 1937, ჰოლივუდი) — ამერიკელი კომპოზიტორი და მუსიკოსი. მისი ვოკალური და თეატრალური ნამუშევრების დიდი ნაწილი უფროს ძმასთან, ტექსტების ავტორ აირა გერშვინთან ერთად აქვს დაწერილი. შექმნილი აქვს ნაწარმოებები როგორც ბროდვეისთვის, ასევე კლასიკური საკონცერტო დარბაზისთვის. იგი მრავალი ცნობილი სიმღერის ავტორია.

მის კომპოზიციათა დიდი ნაწილი გამოყენებული იყო ტელევიზიასა და კინოფილმებში, მრავალი მათგანი ჯაზის სტანდარტი გახდა. ჯაზის მომღერალმა ელა ფიცჯერალდმა გერშვინის სიმღერათა დიდი ნაწილი მის გერშვინის სიმღერების ალბომში ჩაწერა (ნელსონ რიდლის არანჟირებით). მისი სიმღერები ჩაწერილი აქვს ასევე მრავალ სხვა განთქმული მუსიკოსს, მათ შორის :ბინგ კროსბის, ჯონ კოლტრეინს, ფრენკ სინატრას, ბილი ჰოლიდეის, მაილს დეივისს, ჰერბი ჰენკოკს, ჯუდი გარლანდს, ნინა სიმონეს, ჯონ ფეისა და სტინგს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]