შინაარსზე გადასვლა

გერტრუდ მანსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

 

გერტრუდ მანსონი
გერტრუდ მანსონი
ქალაქის საკრებულოს წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1910 – 1915

ქალაქის საკრებულოს წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1919 – 1931

დაბადებული18 დეკემბერი 1866
კუნგსჰოლმი, შვედეთი
გარდაცვლილი30 დეკემბერი 1934 (68 წლის)
გუსტავ-ვაზა, შვედეთი
მოქალაქეობაშვედეთის დროშა შვედეთი
პოლიტიკური პარტიაშვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია

გერტრუდ კაროლინა მანსონი (დ. 18 დეკემბერი, 1866 – გ. 30 დეკემბერი, 1935) — შვედი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, შვედეთის სოციალ-დემოკრატიული ლეიბორისტული პარტიის წევრი. პირველი ქალი, რომელიც აირჩიეს სტოკჰოლმის საკრებულოში და ერთ-ერთი პირველი ქალი პოლიტიკოსი შვედეთში.[1]

გერტრუდ მანსონი დაიბადა 1868 წლის 18 დეკემბერს სტოკჰოლმში, იოჰანეს მონსონის ( შვედ. Johannes Månsson ) და შარლოტა კრისტინა ლინდკვისტის ( შვედ. Charlotta Christina Lindqvist ) ოჯახში. სიღარიბის გამო, თერთმეტი წლის ასაკში გოგონა იძულებული გახდა სკოლა დაეტოვებინა და თავის გადასარჩენად მოახლედ დაეწყო მუშაობა. ამავე დროს, აქტიურად იყო დაკავებული თვითგანათლებით. იგი ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა პოლიტიკით. 1896 წელს მან მოახერხა საკუთარი მაღაზიის გახსნა სტოკჰოლმში, ვასასტანის რაიონში

1892 წლის 11 ივნისს გერტრუდ მანსონი გახდა შვედეთის სოციალ-დემოკრატიული ლეიბორისტული პარტიის პირველი ქალთა განყოფილების სტოკჰოლმის საზოგადოებრივი ქალთა კლუბის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. შემდგომში დაიკავა ამ კლუბის თავმჯდომარის თანამდებობა: 1892–1895, 1891–1801–1891–1807 წლებში. იმავე 1892 წელს გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1897 წლიდან 1900 წლამდე გერტრუდა იყო ქალთა აგიტაციის კომუნის თავმჯდომარე ( შვედ. Kommunen för den kvinnliga agitationen ), შემდეგ კი, 1900-1902 წლებში — პარტიის მდივანი. 1902 წელს მანსონი აირჩიეს ქალთა პროფკავშირების გამგეობაში ( შვედ. Kvinnornas fackförbund ) ანა იოჰანსონ-ვისბორგთან და ანა სტერკისთან ერთად. 1907-დან 1922 წლამდე გერტრუდ შედიოდა Gustaf Vasa församling-ის გამგეობის შემადგენლობაში, ხოლო 1922 წელს გახდა ამავე გამგეობის თავმჯდომარე.

გერტრუდ მანსონი საკუთარ მაღაზიაში.Idun magazine, 1910 წლის 3 აპრილი

1909 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად ქალებმა მიიღეს შვედეთის მუნიციპალური მმართველობის მუშაობაში მონაწილეობის უფლება და 1910 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგების შემდეგ 37 ქალი გახდა მუნიციპალური და საქალაქო საბჭოების წევრი. სტოკჰოლმის საქალაქო საბჭოში (საკრებულო) ორი ქალი აირჩიეს: სოციალ-დემოკრატი გერტრუდა მანსონი და მემარჯვენე ვალფრიდ პალმგრენი. ხმები ჯერ დედაქალაქში დაითვალეს, ხოლო შემდეგ — რეგიონებში. მანსონის საარჩევნო ოლქში უფრო ადრე დაითვალეს ხმები, ვიდრე პალმგრენის საარჩევნო ოლქში, ამიტომ გერტრუდ მანსონი ითვლება პირველ ქალ პოლიტიკოსად შვედეთის ისტორიაში.[2]

საკრებულოს წევრობის პერიოდში მანსონი აქტიურად იყო ჩართული დისკუსიებში სოციალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების შესახებ, რომლის მთავარი ამოცანა იყო მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. შვედეთში გერტრუდ მანსონი ითვლება სოციალური პოლიტიკისა და სოციალ-დემოკრატიული ქალთა მოძრაობის ერთ-ერთ პიონერად.

გერტრუდ მანსონი მსახურობდა სტოკჰოლმის საქალაქო საბჭოს წევრად 1910–1915 და 1919–1931 წლებში და აგრძელებდა აქტიურ მონაწილეობას მუნიციპალურ საქმეებში მის პირველ და მეორე ვადებს შორის. მისი პირველი ვადის განმავლობაში მუშაობდა ღარიბებზე ზრუნვისა და სოციალური დახმარების ბიუროში (1912–1915, 1917), ასევე 1912-1916 წელებში შედიოდა გოგონათა გამოსასწორებული დაწესებულების მმართველობის შემადგენლობაში. ვინაიდან საქალაქო საბჭოს წევრები ხელფასს არ იღებდნენ, მანსონი იძულებული გახდა 1915 წლის არჩევნებზე თავისი კანდიდატურა მოეხსნა. თუმცა, მომდევნო არჩევნებზე, 1919 წელს, გერტრუდა ხელახლა აირჩიეს: მან გაყიდა თავისი მაღაზია და დაიწყო მუშაობა კანცელარიის ჩინოვნიკად კომპანია Systembolaget - ში. საქალაქო საბჭოში მეორე ვადის განმავლობაში მანსონი კვლავ იყო ღარიბებზე ზრუნვისა და სოციალური კეთილდღეობის ბიუროს წევრი (1920–1930), ასევე ჩართული იყო ბავშვთა მოვლის საკითხებში (1925–1926).[3]

გერტრუდა მანსონი გარდაიცვალა 1935 წლის 6 იანვარს და დაკრძალეს სტოკჰოლმში ჩრდილოეთის სასაფლაოზე. [4][5]

  1. Lindgren, Anne-Marie & Lindgren Åsbrink, Marika, Systrar, kamrater!: arbetarrörelsens kvinnliga pionjärer, Idé och tendens, Stockholm, 2007 (შვედ. )
  2. Gertrud K Månsson (შვედ. .) — 1917.
  3. http://norrabegravningsplatsen.se/kandisarna/ — Norra begravningsplatsen.se.
  4. Norra begravningsplatsen, kvarter 11A, gravnummer 55 დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. på Hittagraven.se. Åtkomst 26 juli 2012.
  5. Schmitz, Eva, Kvinnor, kamrater-: kvinnans roll i arbetarrörelsens uppbygge till slutet av 1930-talet, 1. uppl., Röda rummet, Stockholm, 1982 ( შვედ. )