გერმანული იაგდტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გერმანული იაგდტერიერი
წარმოშობის ქვეყანა გერმანია
თვისებები
წონა 9-10 კგ.
სიმაღლე 40,5-41,5 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13-15 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

გერმანული იაგდტერიერი (გერმ. Deutscher Jagdterrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია გერმანიაში 1920-იან წლებში.

ნებისყოფიანი, საზრიანი და ძლიერი გერმანული იაგდტერიერი გამოიყვანეს გერმანიაში XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც შეაჯვარეს უელშ-ტერიერი და ძველინგლისური შავ-ხორბლისფერი ტერიერი, მათი შთამომავლები კი — ინგლისურ ფოქსტერიერთან. იაგდტერიერების გამრავლებისას მთავარი ყურადღება მის მუშა თვისებებს ენიჭება. გერმანული იაგდტერიერი ერთნაირი ხალისით მუშაობს მიწის ზედაპირზე, სოროებში, ხშირ ტყესა და წყალში, სიხარულით მოაქვს ნანადირევი პატრონთან. გერმანული იაგდტერიერი „კლასიკური“ ტერიერია, ამიტომ გამოირჩევა სიჯიუტით, კარგი მოდარაჯეა, უყვარს ღია ცის ქვეშ ძილი და, როგორც ყველა ტერიერი, ჯერ კბენს და მხოლოდ მერე ფიქრობს, რატომ გააკეთა ეს.

იაგდტერიერს სჭირდება მნიშვნელოვანი დატვირთვა — სამშობლოში, გერმანიაში, როგორც წესი, ისინი მხოლოდ გამოცდილ მონადირეებს ჰყავთ. იაგდტერიერი შესანიშნავი მუშა ძაღლია, ის სიამოვნებით ატარებს მთელ დღეებს ნადირობაში, მაგრამ დამოუკიდებელი ხასიათის გამო ვერ ეჩვევა ქალაქის ბინაში ცხოვრებას. ადვილად უძლებს სიცივეს, ძნელად იწვრთნება, ძნელად ეგუება სხვა ძაღლებს. იაგდტერიერს აქვს ზომიერად გრძელი, ძლიერი, სწორი ზურგი, გრძელი, დაკუნთული უკანა ფეხები. ჩვეულებრივ უხეშ ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, მისი შეფერილობა შეიძლება იყოს ჟღალი, ყავისფერი ხორბლისფრით, შავი ხორბლისფრით. ძლიერ ქვედა ყბაზე განლაგებულია ძალიან დიდი კბილები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: