გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გერმანიის სოციალ–დემოკრატიული პარტია)
Sozialdemokratische Partei Deutschlands
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია
Sozialdemokratische Partei Deutschlands გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია
ხელმძღვანელობა
ლიდერი ზიგმარ გაბრიელი
ისტორია
დაფუძნდა 23 მაისი, 1863
წინამორბედი ADAV
SDAP
პოზიციები
იდეოლოგია სოციალ-დემოკრატია
პოლიტიკური პოზიცია მემარცხენე-ცენტრიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია ევროპის სოციალისტური პარტია
საერთაშორისო აკრედიტაცია პროგრესული ალიანსი
წარმომადგენლობითობა
ბუნდესტაგი
207 / 736
რეგიონული პარლამენტები
455 / 1 894
ევროპის პარლამენტი
16 / 96
ფერები     
შტაბ-ბინა Willy-Brandt-Haus
D-10911 ბერლინი
www.spd.de

გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტია (გერმ. Die Sozialdemokratische Partei Deutschlands, SPD) — გერმანიის ყველაზე ძველი პოლიტიკური პარტია, რომელიც მემარცხენე-ცენტრისტული მიმართულებისაა. დაარსდა 1863 წლის 23 მაისს, როგორც საერთოგერმანული მუშათა ასოციაცია. კონსერვატიულ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან ერთად არის ერთ-ერთი გერმანიის ორ ძირითად პარტიას შორის.

პარტიას 495 000 წევრი ჰყავს, რომელთა 31% ქალია. სოციალ-დემოკრატებს 206 წარმომადგენელი ჰყავს გერმანიის ბუნდესტაგში, ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ პარლამენტის მეორე პალატაშიც ბუნდესრატშიც. პარტიას თავმჯდომარეობს ყოფილი გარემოს, ბუნების დაცვისა და ატომური უსაფრთხოების მინისტრი ზიგმარ გაბრიელი. სოციალ-დემოკრატები გერმანიის 16 ფედერალური მხარიდან 7-ში მთავრობის მეთაურები არიან (მათ შორის ბერლინში, რაინლანდ-პფალცში, ბრანდერბურგში), დამატებით 4 მხარეში კი კოალიციის „უმცროსი მონაწილენი“ არიან. პარტიასთან დაახლოვებული საერთაშორისო ფონდია – ფრიდრიხ ებერტის ფონდი.

პოლიტიკური პლატფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიის პლატფორმა მხარს უჭერს სოციალ-დემოკრატიის მიზანს საზოგადოებრივ მოწყობაზე, რომელშიც თავისუფლება და სოციალური სამართლიანობა უმთავრესია. პარტიის პლატფორმის მიხედვით, პოლიტიკური თავისუფლება, სამართლიანობა და სოციალური სოლიდარობა ქმნის სოციალ-დემოკრატიის საფუძველს.

  • კოორდინირებული სოციალური საბაზრო ეკონომიკა უნდა გაძლიერდეს და მისი პროდუქცია სამართლიანად გადანაწილდეს. პარტია ამ ეკონომიკურ სისტემას საჭიროდ თვლის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მთელი მოსახლეობის კეთილდღეობა.
  • პარტია მხარს უჭერს კეთილდღეობის სახელმწიფოს.
  • პარალელურად, მხარს უჭერს მდგრად ფისკალურ პოლიტიკას, რომელიც არ აყენებს ტვირთს მომავალ თაობებზე ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრისას.
  • სოციალურ პოლიტიკაში სოციალ-დემოკრატები იცავენ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს ღია საზოგადოებაში.
  • საგარეო პოლიტიკაში პარტია მიზნად ისახავს გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფას დემოკრატიული საშუალებებით გლობალური ინტერესების დაბალანსებით; ევროინტეგრაცია უმთავრესი პრიორიტეტია.
  • პარტია მხარს უჭერს ეკონომიკურ რეგულაციებს ბანკებისა და ხალხისთვის პოტენციური ზარალის შეზღუდვის მიზნით. ისინი მხარს უჭერენ საერთო ევროპულ ეკონომიკურ და ფინანსურ პოლიტიკას ეკონომიკური ბუშტების თავიდან ასაცილებლად და ეკოლოგიურად მდგრადი ზრდის ხელშეწყობისთვის.[1]

შედეგები არჩევნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფედერალური პარლამენტი (ბუნდესტაგი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნები მაჟორიტარული პროპორციული მანდატები +/– სტატუსი
ხმები % ხმები %
1949 6 934 975 29,2 (#2)
131 / 402
ახალი ოპოზიცია
1953 8 131 257 29,5 (#2) 7 944 943 28,8 (#2)
162 / 509
22 ოპოზიცია
1957 11 975 400 32,0 (#2) 9 495 571 31,8 (#2)
181 / 519
19 ოპოზიცია
1961 11 672 057 36,5 (#1) 11 427 355 36,2 (#1)
203 / 521
22 ოპოზიცია
1965 12 998 474 40,1 (#1) 12 813 186 39,3 (#1)
217 / 518
14 ოპოზიცია (1965–66)
მთავრობა (ქდკ/ქსკ–სდპ) (1966–69)
1969 14 402 374 44,0 (#1) 14 065 716 42,7 (#1)
237 / 518
20 მთავრობა (სდპ–თდპ)
1972 18 228 239 48,9 (#1) 17 175 169 45,8 (#1)
242 / 518
5 მთავრობა (სდპ–თდპ)
1976 16 471 321 43,7 (#1) 16 099 019 42,6 (#1)
224 / 518
18 მთავრობა (სდპ–თდპ)
1980 16 808 861 44,5 (#1) 16 260 677 42,9 (#1)
228 / 519
4 მთავრობა (სდპ–თდპ) (1980–82)
ოპოზიცია (1982–83)
1983 15 686 033 40,4 (#2) 14 865 807 38,2 (#1)
202 / 520
26 ოპოზიცია
1987 14 787 953 39,2 (#1) 14 025 763 37,0 (#1)
193 / 519
9 ოპოზიცია
1990 16 279 980 35,2 (#2) 15 545 366 33,5 (#2)
239 / 662
46 ოპოზიცია
1994 17 966 813 38,3 (#1) 17 140 354 36,4 (#1)
252 / 672
13 ოპოზიცია
1998 21 535 893 43,8 (#1) 20 181 269 40,9 (#1)
298 / 669
43 მთავრობა (სდპ–წვანეები)
2002 20 059 967 41,9 (#1) 18 484 560 38,5 (#1)
251 / 603
47 მთავრობა (სდპ–წვანეები)
2005 18 129 100 38,4 (#1) 16 194 665 34,2 (#1)
222 / 614
29 მთავრობა (ქდკ/ქსკ–სდპ)
2009 12 077 437 27,9 (#2) 9 988 843 23,0 (#2)
146 / 622
76 ოპოზიცია
2013 12 835 933 29,4 (#2) 11 247 283 25,7 (#2)
193 / 631
42 მთავრობა (ქდკ/ქსკ–სდპ)
2017 11 426 613 24,6 (#2) 9 538 367 20,5 (#2)
153 / 709
40 მთავრობა (ქდკ/ქსკ–სდპ)
2021 12 227 998 26,4 (#1) 11 949 374 25,7 (#1)
206 / 735
53 მთავრობა (სდპ–მწვანეებითდპ)

ევროპის პარლამენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნები ხმები % მანდატები +/–
1979 11 370 045 40,8 (#1)
33 / 81
ახალი
1984 9 296 417 37,4 (#2)
32 / 81
1
1989 10 525 728 37,3 (#1)
30 / 81
2
1994 11 389 697 32,2 (#1)
40 / 99
10
1999 8 307 085 30,7 (#2)
33 / 99
7
2004 5 547 971 21,5 (#2)
23 / 99
10
2009 5 472 566 20,8 (#2)
23 / 99
0
2014 7 999 955 27,2 (#2)
27 / 96
4
2019 5 914 953 15,8 (#3)
16 / 96
11

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Die Europa-Frage(n) | Sozialdemokratische Partei Deutschlands (SPD). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-29. ციტირების თარიღი: 2012-10-28