გერმანიის მეცნიერებათა აკადემია ბერლინში
იერსახე
გერმანიის მეცნიერებათა აკადემია ბერლინში ― გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წამყვანი სამეცნიერო დაწესებულება. დაარსდა 1946 წელს პრუსიის მეცნიერთა აკადემიის ბაზაზე. ექვემდებარებოდა გდრ-ის მინისტრთა საბჭოს. 1977 წლისთვის მის შემადგენლობაში შედიოდა 24 ცენტალური ინსტიტუტი და 14 ინსტიტუტი, ირიცხებოდა 94 აკადემიკოსი, 51 წევრ-კორესპონდენტი და 116 უცხოელი წევრი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 117.