გერმანიის კაპიტულაციის აქტი


გერმანიის უპირობო კაპიტულაციის აქტი[ა] — იურიდიული დოკუმენტი, რომლითაც მესამე რაიხის დარჩენილმა შეიარაღებულმა ძალებმა გამოაცხადეს უპირობო კაპიტულაცია და მეორე მსოფლიო ომის ევროპის ფრონტზე მოკავშირეთა უპირობო გამარჯვება დადგინდა. აქტს ხელი მოეწერა 1945 წლის 8 მაისს, ცენტრალური ევროპის დროით 22:43 საათზე, ხოლო ძალაში შევიდა იმავე დღეს, ცენტრალური ევროპის დროით 23:01 საათზე.
კაპიტულაციის აქტზე ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე, გერმანიამ საფრანგეთის ქალაქ რეიმსში უკვე მოაწერა ხელი კაპიტულაციის ერთ დოკუმენტზე, მაგრამ საბჭოთა კავშირმა ის დოკუმენტი არ ცნო და კაპიტულაციის აქტის ხელმოწერა გერმანიაში მოითხოვა. ამიტომ, სხვა დოკუმენტის ხელმოწერა გახდა აუცილებელი. გარდა ამისა, პირველი დოკუმენტის ხელმოწერისთანავე, გერმანულმა ძალებმა მიიღეს დასავლეთით ცეცხლის შეწყვეტის, მაგრამ აღმოსავლეთით - ბრძოლის გაგრძელების ბრძანება. გერმანიის ფლენსბურგის მთავრობამ ადმირალ კარლ დენიცის ხელმძღვანელობით მიიღო მოკავშირეთა წინადადება ახალი დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციის გერმანიაში ( კარლსჰორსტი, ბერლინი ).
დოკუმენტზე ხელმომწერები გახდნენ: გერმანიის ვერმახტის ობერკომანდოს (OKW), ბრიტანელების მიერ წარმოდგენილი მოკავშირეთა საექსპედიციო ძალები და საბჭოთა წითელი არმიის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლობა, ასევე დოკუმენტს ხელი მოაწერეს საფრანგეთისა და ამერიკის სხვა წარმომადგენლებმა. ხელმოწერის ცერემონიაზე გერმანიის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი ფელდმარშალი ვილჰელმ კაიტელი იყო. ამ დოკუმენტით ასევე ფორმალურად გაფორმდა ნაცისტური გერმანიის ფორმალური დამარცხება. გერმანიის დამარცხების ერთ-ერთი შედეგი გახდა მოკავშირეების მიერ მისი ტერიტორიის დე ფაქტო ოკუპაცია, რაც, მოგვიანებით, 1945 წლის 5 ივნისს, ბერლინის დეკლარაციით დადასტურდა.
კაპიტულაციის დოკუმენტის სამი ვერსია შეიქმნა ინგლისური, რუსული და გერმანული. ინგლისური და რუსული ვერსიები უპირატესად გამოცხადდა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Chaney, Otto Preston. Zhukov. University of Oklahoma Press, 1996, ISBN 978-0806128078.
- Kershaw, Ian (2012). The End: Hitler's Germany, 1944–45. Penguin.
- Pinkus, Oscar . The war aims and strategies of Adolf Hitler, McFarland, 2005, ISBN 978-0786420544
- Ziemke, Earl F. "The U.S. Army in the occupation of Germany 1944–1946" Center of Military History, United States Army, Washington, D.C., 1990, თარგი:LCCN