გერმანიის იმპერიის აღმოსავლეთი ტერიტორიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გერმანიის 1871–1991 წლებში დაკარგული ტერიტორიები. მწვანე ფერით აღნიშნულია აღმოსავლეთი ტერიტორიები

გერმანიის იმპერიის აღმოსავლეთი ტერიტორიები ან გერმანიის ყოფილი აღმოსავლეთი ტერიტორიები (გერმ. Ostgebiete des Deutschen Reiches) — ოდერ-ნაისეს გამყოფი საზღვრის აღმოსავლეთით მდებარე ისტორიული გერმანული ტერიტორიები, რომლებიც 1937 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გერმანიის იმპერიას ეკუთვნოდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1945 წლიდან ფაქტობრივად გამოეყო დანარჩენ გერმანიას და დღეს პოლონეთისა და რუსეთის შემადგენლობაშია. პოლონეთში ეს ტერიტორიები კომუნისტური მთავრობის მიერ „დაბრუნებულ მიწებად“ (პოლ. Ziemie Odzyskane) ან „დასავლეთისა და ჩრდილოეთის მიწებად“ (Ziemie Zachodnie i Północne) მოინათლა.

გერმანიის იმპერიის აღმოსავლეთ ტერიტორიებში ფართო გაგებით გულისხმობენ ასევე იმ მიწებს, რომლებიც ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვერსალის ხელშეკრულებით 1919-1920 წლებში ჩამოშორდა გერმანიას, ან რომლებზეც სახელმწიფომ უარი თქვა; ესენია პოზენისა და დასავლეთ პრუსიის პროვინციები, რომლებიც XVIII საუკუნეში პოლონეთის დანაწილებამდე პოლონეთს ეკუთვნოდა, მათ შორისაა ასევე თავისუფალი ქალაქი დანციგი, აღმოსავლეთი ზემო სილეზია, ჰულჩინის რეგიონი, ძიალდოვოსა და მემელის მხარეები. მსგავსი ისტორიული ბედის გამო იშვიათად გერმანიის იმპერიის აღმოსავლეთ ტერიტირებად მიიჩნევენ ასევე იმ მიწებსაც, რომლებიც ჰაბსბურგებს ეკუთვნოდათ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dieter Blumenwitz: Denk ich an Deutschland. Antworten auf die Deutsche Frage. Bayerische Landeszentrale für politische Bildungsarbeit, მიუნხენი, 1989, 3 ნაწილად
  • Manfred Raether: Polens deutsche Vergangenheit, Schöneck, 2004, ISBN 3-00-012451-9
  • Fritz Faust: Das Potsdamer Abkommen und seine völkerrechtliche Bedeutung. 4., neubearb. Aufl., Metzner, 1969, 420 გვერდი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]