გერმანიის თემები
გერმანიის თემები (გერმ. Gemeinde) — ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეული გერმანიაში. სულ გერმანიაში 2025 წლის იანვრის მონაცემებით 10 751 თემია. მათ შორის არის 2057 დამოუკიდებელი ქალაქი და 8694 თემი საქალაქო უფლების გარეშე.
თემის საკრებულოს და მერის არჩევის წესი და უფლებები განსხვავდება ფედერალური მხარეების მიხეედვით და არაერთ შემთხვევაში განსხვავებულია ერთი ფედერალური მხარის ფარგლებშიც ყველაზე გავრცელებულია სამხრეთ გერმანული საკრებულოს სისტემა (Süddeutsche Ratsverfassung). ამ სისტემაში პირდაპირი წესით ირჩევენ საკრებულოს (Gemeinderat) 5 წლით, ასევე პირდაპირი წესით ირჩევენ მერს (Bürgermeister) ხუთიდან ცხრა წლამდე. მერი ხელმძღვანელობს როგორც საკრებულოს, ასევე ადმინისტრაციას. შედარებით იშვიათია მაგისტრატის სისტემა (Magistratsverfassung), რომელიც მოქმედებს ჰესენში, შლეზვიგ-ჰოლშტაინში და ბრემერჰავენში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- German.section.of.the.Council.of.European.Municipalities.and.Regions
- გერმანიის ქალაქების ასოციაცია
- გერმანიის დაბების და თემების ასოციაცია
|