შინაარსზე გადასვლა

გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტია (გერმ. Sozialistische Einheitspartei Deutschlands SED)სოციალისტური პარტია, რომელიც წამყვან როლს ასრულებდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. შეიქმნა 1946 წელს გერმანიის კომუნისტური და სოციალ-დემოკრატიული პარტიების გაერთიანების შედეგად. დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა 1946 წლის 21-22 აპრილს. მისი პირველი თავმჯდომარეები იყვნენ ვ. პიკი და ო. გროტევოლი. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში პარტია აკრძალული იყო. ჰქონდა გამოცემები "Neues Deutschland", "Einheit" და "Neuer Weg". 1947-1956 წლებში იყო კომინფორმის წევრი. 1978 წელს გენერალური მდივანი იყო ერიხ ჰონეკერი, 1989 წელს ეგონ კრენცი. 1990 წლის მარტში სახელი გადაირქვა და ეწოდა დემოკრატიული სოციალიზმის პარტია.

  • I ყრილობა 1949 წლის 25-28 იანვარი
  • II ყრილობა 1950 წლის ივლისი
  • III ყრილობა 1952 წლის ივლისი
  • V ყრილობა 1958 წლის ივლისი
  • VI ყრილობა 1963 წლის იანვარი
  • VII ყრილობა 1967 წლის აპრილი
  • IX ყრილობა 1976 წლის მაისი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]