გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) — საწევრო ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად არის ჩართული გერმანულ-ქართულ ბილატერალურ ეკონომიკურ საქმიანობაში.

DWV 2007 წელს დაარსდა და იგი დღეისათვის 180-ზე მეტ წევრს ითვლის, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში მოღვაწეობენ. ის ასევე Messe Frankfurt-ის, FRUIT LOGISTICA-ს და Senior Experten Service-ის ოფიციალური წარმომადგენელია.

DWV-ს მიზანია ხელი შეუწყოს გერმანიასა და საქართველოს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების დამყარებას და დაიცვას გერმანული ეკონომიკის ინტერესები საქართველოში. გარდა ამისა, DWV ემსახურება გერმანულ ფირმებს და აქტიურ დახმარებას სთავაზობს ქართულ ბაზარზე შესვლასა და დამკვიდრებაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]