გერმანე ნაფეტვარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გერმანე ნაფეტვარიძე
დაბ. თარიღი 27 აგვისტო 1882(1882-08-27)
დაბ. ადგილი ტობანიერი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1938
საქმიანობა პოლიტიკოსი
შვილ(ებ)ი შიო ნაფეტვარიძე

გერმანე პავლეს ძე ნაფეტვარიძე (დ. 27 აგვისტო, 1882, ტობანიერი, ქუთაისის მაზრა — გ. 1938) — ქართველი რევოლუციონერი, ბუღალტერი.

მოღვაწეობდა ტფილისის ბოლშევიკების ლიტერატურულ ბიუროში, შინამოსამსახურეთა პროფკავშირში, თანამშრომლობდა გაზეთ „ახალ დროებაში“.

1909 წელს მისი ხელმძღვანელობით ტფილისში, ეკლესიის აღმართის 8 ნომერში (ამჟამინდელი დავითაშვილის ქ. 8) მოეწყო არალეგალური სტამბა. მასთან ერთად სტამბის შექმნაში მონაწილეობდნენ პეტრე არველაძე, ვალოდია კოპალეიშვილი, პარმენ საბაშვილი, ილარიონ მგელაძე და მანასე გოგუაძე. სტამბაში იბეჭდებოდა პროკლამაციები და გაზეთი „ტიფლისკი პროლეტარი“, რომლისთვისაც მეთაური წერილი იოსებ ჯუღაშვილმა დაწერა. 1913 წელს გერმანე აირჩიეს თბილისის ბოლშევიკური კომიტეტის წევრად. 1914-1921 წლებში დასავლეთ საქართველოში დააარსა სამომხმარებლო კოოპერაციის კავშირები. მუშაობდა სამტრედიის ბოლშევიკურ ორგანიზაციაში და აქტიურად იბრძოდა მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სხვადასხვა საპასუხიმსგებლო თანამდებობებზე მუშაობდა.[1]

1937 წელს გერმანე მოჰყვა დიდი წმენდის მსხვერპლთა შორის, 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით კონტრევოლუციური საქმიანობის გამო მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა, რომელიც შესრულდა 1938 წელს.[2]

გერმანეს ვაჟი იყო შიო ნაფეტვარიძე, ცნობილი ქართველი ინჟინერი და მეცნიერი სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის დარგში, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სარედაქციო კოლეგიის წევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]