გერმანელები აზერბაიჯანში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შვაბიელი ოჯახი ჰელენდორფში, დღევანდელი გოიგოლი

1818 წლიდან გერმანელები ცხოვრობდნენ აზერბაიჯანში. გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლების პროცესი აზერბაიჯანში დაიწყო პირველი გერმანული ჩამოსახლებით რომელიც განხორციელდა ვიურტემბერგიდან, ისინი დასახლდნენ ელიზაბეტპოლის ოლქში, რომელსაც ამჟამად განჯა ეწოდება, (ჩამოსახლდნენ 1818 წელს). 1819 წელს მათ დააარსეს ორი დასახლება ჰელენენდორფი, დღევანდელ გოიგოლში, და ანენფელდი, დღევანდელ შამქორის ტერიტორიაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანული მაცხოვრის ეკლესია (ბაქოში), აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გერმანული დასახლებების ისტორია მე -19 საუკუნის პირველი ათწლეულების შემდეგ დაიწყო. გერმანიის ორი კოლონია - ჰელენენდორფი და ანენფელდი აშენდა 1819 წელს აზერბაიჯანში. მოგვიანებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გერმანული დასახლებების რაოდენობა გაიზარდა და მეოცე საუკუნის დასაწყისში მიაღწია რვას ესენი იყო: ჰელენენდორფი, ანენფელდი, გორგესფელდი, ალექსეევკა, გრონფელდი, ეიგენგენფელდი, ტრაუბენფელდი, იელიზავეტინკა, დღეს ეს დასახლებები მდებარეობს გოიგოლის ძველ აზერბაიჯანულ სოფლებში, ასევე შამქორის, ყაზახის, თოუზის და აღსთაფის რაიონებში. ჩამოსახლებულთა შორის იყვნენ სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები, ბიზნესმენები, აკადემიკოსები, არქიტექტორები, ინჟინრები და ა.შ..[1][2]

დასაქმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანელი კოლონისტები აზერბაიჯანში ძირითადად მუშაობდნენ მევენახეობისა და მეღვინეობის დარგში. ძმები ფომერი და ჰუმელი ცნობილები იყვნენ თავიანთი მეღვინეობის კომპანიებით, ასევე საშუალო და მცირე მეურნეობებით. ლუდისა და კონიაკის ქარხნები ასევე აშენებული იქნა ამავე ძმების ფირმის მიერ ჰელენენდორფში. კულტურა, მეცხოველეობა და სხვადასხვა სახის მეურნეობა კარგად იყო განვითარებული მსგავს დასახლებებში. 1922 წელს, მევენახეობისა და მეღვინეობის საწარმო სახელწოდებით „კონკორდია“ დაარსდა გერმანულ დასახლებებში, ხოლო 1930-იან წლებში დაიწყო კოლხოზების ფუნქციონირება.[3]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანული საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში განათლებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. 1842 წელს ჰელენენდორფში აშენდა პირველი სკოლის შენობა. სულ 8 გერმანული სკოლა ფუნქციონირებდა აზერბაიჯანის გერმანულ სოფლებსა და ბაქოში 1920-იანი წლების შუა ხანებში. ამ სკოლებში ასწავლიდნენ გერმანელი, აზერბაიჯანელი და რუსი მასწავლებლები. გერმანიის მოსახლეობამ დიდი ინტერესი გამოიჩინა აზერბაიჯანული ენის მიმართ. 1920 წლის ბოლოს, ფუნქციონირება დაიწყო საინჟინრო სკოლა, ხოლო 1930-იან წლებში ჰელენენდორფში ფუნქციონირებდა მევენახეობის და მეღვინეობის სკოლა.

ჰელენენდორფი (გოიგოლი)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1819 წლის 22 აგვისტოს აზერბაიჯანში დაარსდა ჰელენენდორფის პირველი გერმანული კოლონია. გერმანელთა კავკასიაში გადასახლებები დაიწყო 1817 წელს, რუსეთთან შეთანხმებით. ჰელენენდორფი დაარსდა ვიურტემბერგიდან ჩამოსული ადამიანების მიერ. ამის შემდეგ აშენდა რამდენიმე გერმანული დასახლება. 1938 წელს დასახლებას ერქვა ხანლარი, ხოლო 1941 წელს, სტალინის ბრძანებით, გერმანელები ყაზახეთში გადაასახლეს. 2008 წელს აზერბაიჯანის ნაციონალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება ხანლარის რეგიონის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით და მას გოიგოლი უწოდეს.[4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯან-გერმანიის ურთიერთობები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Хроника. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-25. ციტირების თარიღი: 2019-11-04.
  2. German colonists’ heritage in Azerbaijan.
  3. GERMAN COLONIES IN AZERBAIJAN.
  4. GOYGOL (XANLAR). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-12. ციტირების თარიღი: 2019-11-04.