შინაარსზე გადასვლა

გერგეტის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გერგეტის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა. მდებარეობს გერგეტის სამხრეთ-დასავლეთით. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. ნაგებია ფიქლით.

კოშკი (გარე ზომები 7,4 მ X 7.1 მ) ზურგიანია. შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართული, რომელიც მიწის დონიდან 6 მეტრ სიმაღლეზეა. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. კედლები მთელ სიმაღლეზე შეკრულია ყოველ 1 მეტრში ფიქლის წყობაში დატანებული ლასტებით.