შინაარსზე გადასვლა

გერბრანდ ადრიანს ბრედერო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გერბრანდ ადრიანს ბრედერო
დაბადების თარიღი 16 მარტი, 1585(1585-03-16)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი ამსტერდამი[6]
გარდაცვალების თარიღი 23 აგვისტო, 1618(1618-08-23)[1] [7] [2] [3] [4] [5] [6] (33 წლის)
გარდაცვალების ადგილი ამსტერდამი[6]
საქმიანობა პოეტი, დრამატურგი და მწერალი[8] [9]
მოქალაქეობა  გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა

გერბრანდ ადრიანს ბრედერო (ნიდერლ. Gerbrand Adriaensz Bredero; დ. 16 მარტი, 1585, ამსტერდამი — გ. 23 აგვისტო, 1618, იქვე) — ნიდერლანდელი პოეტი და დრამატურგი.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1608 წლიდან. მის პირველ დრამებში („როდერიკი და ალფონსი“, 1611; „გრიანა“, 1612) ესპანური რაინდული რომანების გავლენა იგრძნობა. წერდა რეალისტურ საყოფაცხოვრებო კომედიებსაც („ესპანელი ბრაბანტელი“, 1617 და სხვ.), აგრეთვე ლირიკულ და სახუმარო ლექსებს (კრებული „სიმღერების დიდი წიგნი“, 1622).