გერასიმე კალანდარიშვილი
იერსახე
გერასიმე კალანდარიშვილი, (4 მარტი, 1836, ნიგოითი; — 27 იანვარი, 1874) — ქართველი პედაგოგი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1862 წელს დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია, დაბრუნდა სამშობლოში და დაიწყო მუშაობა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ზედამხედველად. მნიშვნელოვანი საქმე გასწია ქართული პედაგოგიური აზროვნების განვითარებისთვის. არის მრავალი პუბლიცისტური და პოლემიკური წერილის ავტორი. შეადგინა სხვადასხვა სახელმძღვანელოები.
ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რუსულის ენის დაწყებითი პრაქტიკული კურსი ქართველთათვის (ავტორი). - Тифлис, тип. Меликова и К., 1868
- სახელმძღვანელო რუსული ენის სასწავლებლად ქართველ ახალ მოსწავლე ყმაწვილებისათვის (ავტორი). - Тифлис, тип. Меликова и Ко, 1865
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შველიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 326.
- ცაიშვილი ს., გერასიმე კალანდარიშვილი, 1947