გერანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გერანი

გერანი, ზეთის ნემსიწვერა (ლათ. Pelargonium roseum) — მრავალწლოვანი, ძლიერ დატოტვილი ბუჩქ-ბალახა ეთერზეთოვანი მცენარე ნემსიწვერასებრთა ოჯახისა. აქვს 5-7 ნაკვთად დაყოფილი, გულისებრი და ღეროზე მოგირეობით განლაგებული ფოთოლი.

გერანის სამშობლოა სამხრეთი აფრიკა. გავრცელებულია საქართველოში, სომხეთსა და ტაჯიკეთში. მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი კულტურა, რადგან 3-იდან 5°C ტემპერატურაზე იღუპება.

საქართველოში კულტივირებულია ლაგოდეხის, თელავის, ყვარლის, მარნეულის, აბაშის, გალისა და სხვა რაიონებში და 600 ჰა-ზე მეტი ფართობი უკავია. 1929 წლიდან სოხუმში დაიწყო გერანის პირველი სამრეწველო რგვა; აქვე ეთერზეთოვანი კულტურების საცდელ სადგუეში გამოიყენეს უხვზეთოვანი ჰიბრალები № 24 და № 7, რომლებიც 1969 წლიდან სარაიონებულია აფხაზეთში, ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონებში. გერანის შებუსული ღეროსა და ფოღლებისაგან ღებულობ ვარდის სურნელების მქონე, გამჭვირვალე, მომწვანო, ზოგჯერ კი მოყვითალო ეთეროვან ზეთს, რომელიც შეიცავს ციტრონელოლის სპირტს; (42-47%), გერანიოლს (20-25%), ლინალოოლსა და მენთოლს. გერანის ზეთს იყენებენ პარფიუმერიაში, საპნის წარმოებაში, კოსმეტიკასა და კვების მრეწველობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]