ავაზა
| ავაზა | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Acinonyx jubatus | |||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
|
IUCN 3.1 Vulnerable : 219 | |||||||||||||||
| გავრცელება | |||||||||||||||
|
გავრცელების არეალი | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ავაზა, გეპარდი (ლათ. Acinonyx jubatus) — ტანად დიდი მტაცებელი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 1.1–1.5 მ აღწევს, სიმაღლე მინდაოში ჩვეულებრივ 67–94 სმ, კუდის სიგრძე 80 სმ, წონა 21–72 კგ. ხმელეთის ყველაზე სწრაფი ცხოველია; სანადიროდ გასული ავაზა საათში 80–98 კმ/სთ ავითარებს. მისი მაქსიმალური სიჩქარეა 128 კმ/სთ.[1] გამოყოფილია ოთხი ქვესახეობა.[2]
მსუბუქი აღნაგობისაა, აქვს წაგრძელებული წვრილი ფეხები, პატარა მომრგვალებული თავი და გრძელი კუდი. სახეზე გასდევს შავი ცრემლისმაგვარი ზოლები. მოყვითალო-კრემისფერ-თეთრი ან მკრთალი-მოყვითალო შეფერილობისაა. სხეული მეტწილად დაფარულია თანაბრად განაწილებული შავი კოპლებით. აფრიკის, ცენტრალური ირანისა და ინდოეთის მკვიდრია.[2]
XVIII საუკუნემდე ავაზა ბინადრობდა მტკვარ-არაქსის დაბლობზე. ისტორიული წყაროებით დასტურდება ავაზას არსებობა აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობ და გაშლილ ველებზე. შუა საუკუნეების საქართველოში მოშინაურებულ ავაზას ქურციკებზე სანადიროდ გეშავდნენ.[3]
XV–XVII საუკუნეების ქართულ წერილობით წყაროებში ავაზები უკვე აღარ მოიხსენიება. როგორც ჩანს, ამ დროისათვის საქართველოში ავაზების არარსებობა გამოწვეული უნდა ყოფილიყო, ტრამალის ჩლიქოსნების შემცირებითა და თვით ახალგაზრდა ავაზების დასაგეშად მოპოვებით.[3]
