გეორგ V-ის ნაპირი
გეორგ V-ის ნაპირი ანტარქტიდის რუკაზე.
გეორგ V-ის ნაპირი (ინგლ. George V Coast) — ვიქტორიას მიწის სანაპიროს ნაწილი (აღმოსავლეთი ანტარქტიდა) ა. გ. 142° და 155° შორის. წარმოადგენს გამომყვანი (ნინისის, მერცის) და შელფური (კუკის) მყინვარების მონაცვლეობას უშუალოდ ზღვისკენ გამოსული კონტინენტური მყინვარული ფარის კიდის მონაკვეთებით. აღმოჩენილია ავსტრალიური ექსპედიციის მიერ დაგლას მოუსონის ხელმძღვანელობით 1912–1913 წლებში. სახელი ეწოდა ინგლისის მეფის, ჯორჯ (გეორგ) V-ის პატივსაცემად.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Георга V Берег // Большая советская энциклопедия : [в 30 т.]. / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. т. 6. — М. : Советская энциклопедия, 1971.