გეორგ ფრიდრიხ გროტეფენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გეორგ ფრიდრიხ გროტეფენდი
გერმ. Georg Friedrich Grotefend
Georg Friedrich Grotefend.jpg
დაბ. თარიღი 9 ივნისი 1775(1775-06-09)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ჰანოვერშ-მიუნდენი
გარდ. თარიღი 15 დეკემბერი 1853(1853-12-15)[1] [2] [3] (78 წლის)
გარდ. ადგილი ჰანოვერი[4]
დასაფლავებულია ჰანოვერის სასაფლაო
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
სამეცნიერო სფერო აღმოსავლეთმცოდნეობა
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი
შვილ(ებ)ი კარლ ლუდვიგ გროტეფენდი

გეორგ ფრიდრიხ გროტენფენდი (დ. 9 ივნისი, 1775 — გ. 15 დეკემბერი, 1853) — გერმანელი ფილოლოგი, სიძველეთა მკვლევარი. მან საფუძველი ჩაუყარა ძველსპარსული ლურსმული დამწერლობის გაშიფვრას.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუნდენის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ თავი მიუძღვნა კლასიკურ ფილოლოგიას. 1797 წლიდან ის გახდა მიუნდენის საქალაქო სკოლის თანამშრომელი. 1803 წელს გროტეფენდი გახდა ფრანკფურტის საქალაქო გიმნაზიის (ახლა ფრანკფურტის ლესინგის სახელობის გიმნაზია) პრორექტორი, მოგვიანებით გიმნაზიის თანარექტორი 1806-1821 წლებში. 1812-1814 წლებში იმავდროულად იყო კლასიკური ლიტერატურის პროფესორი Lyceum Carolinum-ში, რომელიც იყო ერთ-ერთი დიდი ჰერცოგის, კარლ თეოდორ ფონ დალბერგის მიერ ფრანკფურტში დაარსებულ უნივერსიტეტთაგანი. 1819 წელს გროტეფენდი გახდა ერთ-ერთი დამფუძნებელი „გერმანიის ძველი ისტორიის საზოგადოებისა“. ამ საზოგადოებამ გამოსცა Monumenta Germaniae Historica. 1821 წელს იგი გახდა ლიცეუმის დირექტორი ჰანოვერში.

1802 წელს რამდენიმე კვირაში გაშიფრა 1621 წელს აღმოჩენილი წარწერა პერსეპოლიდან, რომელიც გამოაქვენა კარსტენ ნიბურმა. ამის საბაბი გახდა ნაცნობთან დადებული სანაძლეო, რომ იგი შეძლებდა მისთვის სრულიად უცნობი დამწერლობის გაშიფვრას.

როგორც ძველბერძნული ენის სპეციალისტმა, გროტეფენდმა იცოდა სპარსი მეფეების სახელები, რომლებიც ამოკითხული ჰქონდა ავესტაში, თუმცა ძველსპარსულად მათი სახელები სხვაგვარად ჟღერდა. მან ქრონოლოგიურად დაალაგა ლურსმულ ტექსტებში ამოკითხული მეფეთა სავარაუდო სახელები და ცნობილი სახელები. ასე ამოიკთხა ქსერქსე და დარიოსი.

იგი ცნობილია იმითაც, რომ მან ამხილა სიყალბეში სანხუნიატონის „ფინიკიელთა ძველი ისტორია“.

გროტეფენდი პენსიაზე გავიდა 1849 წელს და გარდაიცვალა 1853 წლის 15 დეკემბერს.

გროტეფენდის შვილი იყო ისტორიკოსი კარლ ლუდვიგ გროტეფენდი, ხოლო შვილიშვილი არქივარიუსი და ქრონოლოგი ჰერმან გროტეფენდი.

ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Anfangsgründe der deutschen Prosodie. (Gießen 1815)
  • Lateinische Grammatik. 2 Bde. (Frankfurt am Main 1823—1824)
  • Neue Beiträge zur Erläuterung der persepolitanischen Keilschrift. (Hannover 1837)
  • Rudimenta linguae umbricae. 8 Hefte (Hannover 1835—1838)
  • Rudimentae linguae oscae. (Hannover 1839)
  • Zur Geschichte und Geschichte von Altitalien. 5 Hefte (Hannover 1840—1842)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]