შინაარსზე გადასვლა

გეორგ იელინეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გეორგ იელინეკი
გერმ. Georg Jellinek
დაბ. თარიღი 16 ივნისი, 1851(1851-06-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ლაიფციგი, საქსონიის სამეფო, გერმანიის კავშირი[8] [6]
გარდ. თარიღი 12 იანვარი, 1911(1911-01-12)[1] [2] [3] [6] [4] [5] [7] (59 წლის)
გარდ. ადგილი ჰაიდელბერგი, ბადენის დიდი საჰერცოგო, გერმანიის იმპერია[8] [6]
დასაფლავებულია ბერგფრიდჰოფი[7]
მოქალაქეობა საქსონიის სამეფო
საქმიანობა ფილოსოფოსი, უნივერსიტეტის პროფესორი[1] , სოციოლოგი, მოსამართლე, იურისტი[1] და constitutional lawyer[1]
მუშაობის ადგილი ვენის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და ბაზელის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და ლაიფციგის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი სამართლის დოქტორი და ფილოსოფიის დოქტორი
მეუღლე Camilla Jellinek
მამა Adolf Jellinek[1]
შვილ(ებ)ი Walter Jellinek[1] და Dora Busch

გეორგ იელინეკი (გერმ. Jellinek; დ. 16 ივნისი, 1851, ლაიფციგში — გ. 12 იანვარი, 1911 ჰაიდელბერგში) — გერმანელი მეცნიერ-იურისტი. ვენის (1883-დან), ბაზელის (1889) და ჰაიდელბერგის (1891-დან) უნივერსიტეტების პროფესორი. იურიდიული პოზიტივიზმის წარმომადგენელი. იკვლევდა სახელმწიფო და საერთაშორისო სამართლის ძირითად საკითხებს. ერთმანეთს უპირისპირებდა საზოგადოებრივ მოვლენათა „სოციალურ“ და „სამართლებრივ“ შესწავლას. იურისპრუდენციის მთავარ ამოცანად მიაჩნდა პრაქტიკული საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი ნორმების ფორმალურ-დოგმატური ანალიზი. წამოაყენა ბურჟუაზიურ-ლიბერალური კონცეფცია, რაც ითვალისწინებდა სახელმწიფოს თვითშეზღუდვას მის მიერვე გამოცემული ნორმებით. სახელმწიფოს თვითშეზღუდვის იდეას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გერმანული მონარქიული წყობილების პირობებში.

  1. 1 2 3 4 5 6 7 Deutsche Nationalbibliothek Record #118711989 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
  4. 1 2 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija / A. Vujić — LZMK, 2005.
  5. 1 2 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
  6. 1 2 3 4 www.accademiadellescienze.it
  7. 1 2 3 Find a Grave — 1996.
  8. 1 2 Еллинек Георг // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.