გეორგ ბედნორცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გეორგ ბედნორცი
გერმ. Johannes Georg Bednorz
Georg Bednorz speaking at the groundbreaking of the new IBM and ETH Zurich Nanotech Exploratory Technology Lab.jpg
დაბ. თარიღი 16 მაისი, 1950
დაბ. ადგილი ნოიენკრიხენ,ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია გერმანია
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
ეროვნება გერმანია
სამეცნიერო სფერო ფიზიკა
მუშაობის ადგილი IBM-ის კვლევითი ლაბორატორია
ციურიხის უნივერსიტეტი
Battelle Memorial Institute
ალმა-მატერი ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა
სამეცნიერო ხელმძღვანელი ჰეინი გრენიხერი,
კარლ ალექსანდერ მიულერი
ჯილდოები მარსელ ბენოის პრიზი (1986)
ნობელის პრემია ფიზიკაში (1987)

იოჰანეს გეორგ ბედნორცი (16 მაისი 1950) არის გერმანელი ფიზიკოსი რომელმაც 1987 წელს, ალექს მიულერთან ერთად, მიიღო ნობელის პრემია მაღალტემპრატურული ზეგამტარობის აღმოჩენისათვის კუპრატებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბედნორცი დაიბადა ნოიენკრიხენში, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია, გერმანია, სკოლის მასწავლების ანტონის და მუსიკის მასწავლებლის ელიზაბეტის ოჯახში. ის იყო მეოთხე შვილი. მისი მშბლები წარმოშობით იყვნენ სილეზიადან, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს აღმოჩნდნენ გერმანიაში როგორც ლტოლვილები..[1]

გეორგი ბავშობიდანვე ავლენდა ინტერესს ტექნიკისა და ინჟინერიის მიმართ. მიუხედავად მშბლების მცდელობისა რომ ის კლასიკური მუსიკით დაეინტერესებინათ, გეორგი დროის უმეტეს ნაწილს მოტოციკლებისა და მანქანებს უთმობდა. სკოლის პერიოდში ის გატაცებული იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, უმეტესად კი ქიმიით. [1]

1968 წელს ბედნორცი ჩაირიცხა მიუნსტერის უნივერსიტეტში, ქიმიის ფაკულტეტზე. მალევე ის გადავიდა კრისტალოგრაფიის მიმართულებით, კერძოდ მინეროლოგიაზე. 1972 წელს ახალგაზრდა გეორგი სტაჟირებაზე გაგზავნეს ციურიხში, IBM-ის ლაბორატორიაში. სწორდ აქ შეხვდა პირველად ალექს მიულერს, რომელიც იმ დროს ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. ბედნორცის თქმით IBM-ში გატარებულმა დრომ განსაზღვრა მისი მომავალი და გადააწყვეტინა გაეგრძელებინა სამეციერო კარიერა.[1][2]

1973 წელს მას კიდევ ერთხელ მოუწია ციურიხის სტუმრობა, ხოლო 1974 წელს შედარებით ხანგრძლივად 6 თვით ეწვია ამ ქალაქს. მისი ვიზიტის მიზანი სადიპლომო ნაშრომზე მუშაობა იყო, სადაც პეროვსკიტის ტიპის კრისტალებს იკვლევდა. ალექს მიულერმა, რომელიც იმ დროისთვის უკვე ავტორიტერული მეცნიერი იყო, დაარწმუნა ბედნორცი რომ ამ მიმართულებით გაგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა. მისი რეკომენდაციით, 1977 წელს ბედნორცი იწყებს ETH-ში დოქტორანტურაზე სწავლას. 1978 მისი მომავალი მეუღლეც ჩამოდის ციურიხში, რომელიც ასევე დოქტორანტურის სტუდენტი ხდება [1][2]

1982 წელს, დოქტორანტურის დამთავრების შემდეგ ბედნორცი შეურთდა IBM-ის ლაბორატორიას, კერძოდ კი ალექს მიულერის ჯგუფს.[3] 1983 წელს, მიულერმა და ბედნორცმა დაიწყეს ინტენსიური კვლევა კერამიკული მასალების ელექტრული თვისებებისა. 3 წლიანი სისტემატიური ძიების შედეგ, 1986 წელს მათ აღმოაჩინე ზეგამტარობა LaBaCuO შენაერთში (ეს მასალა ასე ცნობილია როგორც LBCO -„ლაბკო“). ამ ნივთიერების კრიტიკული ტემპერატურა იყო 35 კელვინი, 12 კელვინით მეტი ვიდრე მანამდე არსებული რეკორდული მაჩვენებლი. 1987 წელს, ბედნორცმა და მიულერმა მიიღეს ნობელი პრემია ფიზიკის დარგში „მათი მნიშნელოვანი გარღვევისთვის ზეგამტარობის აღმოჩენაშ კერამიკულ მასალებში“[4].

გეორგ ბედნორცი შედის იმ ნობელიანტთა სიაში რომელიც ნამყოფია საქართველოში [5]. 2007 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას ფიზიკაში თემაზე: ”მაღალტემპერატურული ზეგამტარობა: თავდაპირველი კონცეფცია და ახალი შედეგები”. ამ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ალექს მიულერმა და გეორგ ბედნორცმა.ეს კონფერენცია მიეძღვნა ალექს მიულერის 80 წლის იუბილესა და ალექს მიულერისა და გეორგ ბედნორცის მიერ მაღალტემპერატურული ზეგამტარების აღმოჩენისათვის ნობელის პრემიის მინიჭების 20 წლისთავს. კონფერენციის ორგანიზატორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად იყვნენ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, მაქს პლანკის ინსტიტუტი (გერმანია) და ციურიხის უნივერსიტეტი (შვეიცარია) [6].


ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 თარგი:Nobelprize including the Nobel Lecture, December 8, 1987 Perovskite-Type Oxides – The New Approach to High-Tc Superconductivity
  2. 2.0 2.1 Georg Bednorz (1950–Present). Pioneers in Electricity and Magnetism. Magnet Lab. დაარქივებულია ორიგინალიდან - January 9, 2008.
  3. J. G. Bednorz and K. A. Müller (1986). "Possible high Tc superconductivity in the Ba−La−Cu−O system". Z. Phys. B 64 (1): 189–193. Bibcode 1986ZPhyB..64..189B. .
  4. http://nobelprize.org/nobel_prizes/physics/laureates/1987/index.html
  5. ნობელის პრემიის ლაურეატები საქართველოში (ნაწილი პირველი)“. 
  6. ნობელის პრემიის ლაურეატები საქართველოში“. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: