შინაარსზე გადასვლა

გეორგი სტრანსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გეორგი სტრანსკი
ბულგ. Георги Иванов Странски
დაბადების თარიღი 13 აგვისტო, 1847(1847-08-13)
დაბადების ადგილი Kalofer
გარდაცვალების თარიღი 17 იანვარი, 1904(1904-01-17) (56 წლის)
გარდაცვალების ადგილი სოფია[1]
მოქალაქეობა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
განათლება ბუქარესტის უნივერსიტეტი

გეორგი ივანოვ სტრანსკი ( ბულგ. Георги Иванов Странски ) (დ. 13 აგვისტო 1847 — გ. 17 იანვარი 1904) — ბულგარელი ექიმი და პოლიტიკოსი. ჰრისტო ბოტევის ახლო მეგობარი, რუმინეთში ( გაერთიანებული სამთავროები ) ბულგარელი ემიგრანტების მიერ დაარსებული სხვადასხვა ორგანიზაციის აქტიური წევრი. 1878 წელს ბულგარეთის განთავისუფლების შემდეგ გახდა აღმოსავლეთ რუმელიის ლიბერალური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხოლო 1885 წელს ბულგარეთის გაერთიანების შემდეგ — სტეფან სტამბოლოვის სრულიად ბულგარული სახალხო ლიბერალური პარტიის მემკვიდრე. 1885 წლის 6 სექტემბერს ბულგარეთის გაერთიანების დასრულებამდე და 1886 წლის შუა რიცხვებში მის საერთაშორისო აღიარებამდე, სტრანსკი სამხრეთ ბულგარეთის ერთადერთი კომისარი იყო.[2]

გეორგი სტრანსკი დაიბადა 1847 წლის 13 აგვისტოს რუმელიაში, სუბბალკანეთის ქალაქ კალოფერში (ან ოსმალეთის იმპერიის ევროპულ ნაწილში (დღეს ცენტრალური ბულგარეთი)). 1864 წელს ის გადავიდა იმ დროს ვლახეთისა და მოლდოვის ავტონომიური გაერთიანებული სამთავროების დედაქალაქ ბუქარესტში. ბუქარესტში სტრანსკიმ დაამთავრა სამედიცინო სკოლა, ხოლო 1874 წელს — ბუქარესტის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი . ის დარჩა რუმინეთში. როგორც პროფესიონალი ექიმი, პრაქტიკულ საქმიანობას ეწეოდა ბუზაუსა და ბუქარესტში. 1876 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი სამედიცინო ლექციები. რუმინეთში ყოფნისას სტრანსკი დიდი ბულგარული დიასპორის გამორჩეულ წევრად ითვლებოდა. სხვებთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა ბულგარეთის ფილანტროპიული სამეურვეო ორგანიზაციის და ბულგარეთის ცენტრალური საქველმოქმედო საზოგადოების დაფუძნებაში. იყო თანაქალაქელი, რევოლუციონერი და ეროვნულ პოეტ ჰრისტო ბოტევის (1848–1876) მეჯვარე და თანამოაზრე.

1876 წლის სერბეთ-ოსმალეთის ომის დროს სტრანსკი მონაწილეობდა რუმინეთის სამედიცინო მისიაში სერბეთში . 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში, რომლის შედეგადაც ბულგარეთი განთავისუფლდა ოსმალთა მმართველობისგან, რუმინეთის არმიის ქირურგად მსახურობდა. [3]

1879 წელს სტრანსკი იყო ტარნოვოს სახალხო კრების წევრი, სახალხო ლიბერალური პარტიიდა. შემდეგ დასახლდა ფილიპოპოლისში, სადაც საკმაოდ გამორჩეული როლი შეასრულა პოლიტიკაში; ალეკო ფაშას დროს (1880-1882) ფინანსური დირექტორის თანამდებობა დაიკავა.

1885 წლის 6 სექტემბრის გადატრიალების მზადების დროს ის იყო შეთქმულების ერთ-ერთი თანამონაწილე. როდესაც კრესტოვიჩ ფაშა ჩამოაგდეს, შეუერთდა დროებით მთავრობას და გახდა მისი თავმჯდომარეც, თუმცა არც გადატრიალებამდე და არც გადატრიალების შემდეგ დროებით მთავრობაში წამყვან როლს უფრო მეტად ზახარი სტოიანოვი ასრულებდა. აღმოსავლეთ რუმელიის ბულგარეთთან შეერთების შემდეგ სტრანსკი დასახლდა სოფიაში.[4]

სერბეთ-ბულგარეთის ომში ბულგარეთის გამარჯვების შემდეგ, გეორგი სტრანსკი დაინიშნა ბულგარეთის დიპლომატიურ აგენტად ბელგრადში (1886-1887). კონსტანტინე სტოილოვის 1887 წლის დროებით მთავრობაში სტრანსკი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. იგი შეცვალა ვასილი რადოსლავოვმა. სტეფან სტამბოლოვის კაბინეტში სტრანსკიმ დაიკავა საგარეო საქმეთა და რელიგიური კონფესიების მინისტრის პოსტი (1887–1890). იგი ასევე აირჩიეს მე-5 (1887–1890) და მე-6 (1890–1893) მოწვევის პარლამენტის ეროვნულ ასამბლეაში. სტამბოლოვის გადადგომის შემდეგ, 1898 წელს სტრანსკი ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქმიანობას და განაგრძო ექიმის კარიერა: 1897–1899 წლებში ხელმძღვანელობდა ალექსანდროვსკას ჰოსპიტალს სოფიაში, ხოლო 1899–1900 წლებში იყო რუსეს რეგიონალური ექიმი. 1900-1904 წლებში გეორგი სტრანსკი ხელმძღვანელობდა ბულგარეთის კონტროლის უზენაეს პალატას. [5]

გეორგი ივანოვ სტრანსკი გარდაიცვალა 1904 წლის 17 იანვარს ქალაქ სოფიაში.

  • გეორგი სტრანსკის სახელი ეწოდა საუნივერსიტეტო საავადმყოფოს პლევენში.
  1. http://scindeks.ceon.rs/article.aspx?artid=1107-11410103177S
  2. Ташев, Ташо (1999). Министрите на България 1879-1999 (in Bulgarian). София: АИ „Проф. Марин Дринов“ / Изд. на МО. ISBN 978-954-430-603-8. /.
  3. (2002) „Странски, Георги Иванов (1847–1904)“, Българска енциклопедия А-Я (Bulgarian). БАН, Труд, Сирма. ISBN 954-8104-08-3. OCLC 163361648. 
  4. Бакалов, Георги; Милен Куманов (2003). "Странски, Георги Иванов (1847–4.I.1904)". Електронно издание "История на България" (in Bulgarian). София: Труд, Сирма. ISBN 954528613X.
  5. Tascho Taschew: Die Minister Bulgariens 1879-1999 (aus dem bulg.„Министрите на България 1879-1999“), Verlag Marin Drinow, Sofia, ISBN 978-954-430-603-8.