გეოპოლიტიკური ყრმა უყურებს ახალი ადამიანის დაბადებას

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გეოპოლიტიკური ყრმა უყურებს ახალი ადამიანის დაბადებას
Geopoliticus Child Watching the Birth of the New Man
ავტორი სალვადორ დალი
წელი 1943
ტიპი უხეში ტილო
ზეთი
სიმაღლე 45,5
სიგანე 50
ქალაქი სენტ-პიტერსბერგი
მუზეუმი სალვადორ დალის მუზეუმი

„გეოპოლიტიკური ყრმა უყურებს ახალი ადამიანის დაბადებას“ (ინგლ. Geopoliticus Child Watching the Birth of the New Man) — ესპანელი მხატვრის, სალვადორ დალის ნახატი, შესრულებული 1943 წელს.[1] ინახება აშშ-ში, ფლორიდაში, სენტ-პიტერსბერგის მუზეუმში. ნახატზე ჩანს ადამიანი, რომელიც ცდილობს კვერცხიდან გამოჩეკას, რომელიც თავის მხრივ, დედამიწას წააგავს. კვერცხი — ახალი სიცოცხლის ჩასახვისა და სამყაროს სომბოლოა. დაბადება მტკივნეულად მიმდინარეობს. ადამიანი გულამოსკვნით უჭერს ხელს მოქნილ ნაჭუჭს ნაპრალის გავლით. საკუთრივ ნაპრალიდან იღვრება სისხლის წვეთი. სურათის ყვითელი, „მტკივნეული“ ელფერი ჭირხნის ზოგად მღელვარე შეგრძნებას. ქალი (?) და ყრმა ჰგვანან ბიბლიურ პერსონაჟებს, რომლებიც აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს. დაბადებულ ადამიანს ესაჭიროება მიიღოს სამყაროს ყველა წესი, პირობითობა, ტანჯვა და უსამართლობა. დაბადება უფრო მტკივნეულია სისხლიანი ომებისა და სხვა მსოფლიო კატაკლიზმების დროს. სურათი შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]