გეომორფოლოგიური რუკა
იერსახე
გეომორფოლოგიური რუკა — თემატური რუკის ერთ-ერთი სახეობა. დედამიწის ზედაპირის რელიეფის კარტოგრაფიული გამოსახულება რელიეფის ფორმების წარმოშობისა და ასაკის დახასიათებით, ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორების განმსაზღვრელი როლის მითითებით.
არსებობს ზოგადი და სპეციალური (დარგობრივი) გეომორფოლოგიური რუკები. ზოგადი რუკების შინაარსი და დანიშნულება აკმაყოფილებს მომხმარებელთა ფართო წრის ინტერესებს. სპეციალური დანიშნულების (დარგობრივ) რუკებს ადგენენ მეცნიერული ან პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად (სასარგებლო წიაღისეულის ძიება, გზების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გ. ლიპარტელიანი, „გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი“, თბ., უნივერსალი, 2012.