გეომორფოლოგიური ანალიზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გეომორფოლოგიური ანალიზი ან მორფოლოგიური ანალიზი (გერმ. Morphologische Analyse) — რელიეფის კვლევის მეთოდი; წარმოადგენს დედამიწის ქერქის უახლესი მოძრაობის აღდგენისა და განვითარების ისტორიის მეთოდების კომპლექსს, რომელიც ეფუძნება ეგზოგენური პროცესების შესწავლასა და თანადროულ გეომორფოლოგიურ აგებულებას. გეომორფოლოგიურ ანალიზს საფუძვლად დაედო ეგზოგენური და ენდოგენური პროცესების უწყვეტი ურთიერთკავშირის მსვლელობისას წარმოქმნილი წარმოდგენა რელიეფის ფორმირებაზე. ამასთანავე ფერდობთა ფორმა ამავე წარმოდგენით, გამოხატავს ურთიერთკავშირს ეროზიულ-დენუდაციურ პროცესებსა და ტექტონიკურ აზევებებს შორის.[1] როდესაც ეგზოგენური პროცესები აწონასწორებენ ენდოგენურ პროცესებს, ყალიბდება სწორი პროფილი; თუკი სიღრმითი ეროზია მიმდინარეობს უფრო ინტენსიურად ვიდრე ფერდობებზე არსებული ზედაპირული გადარეცხვა, კალთა იღებს ამობურცულ ფორმას. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ფერდობთა პროფილის ანალიზს. დიდი გავლენა მოახდინა გეომორფოლოგიის განვითარებაზე.[2] გეომორფოლოგიური ანალიზი (მორფოლოგიური ანალიზი) შემოგვთავაზა გერმანელმა გეოლოგმა და გეომორფოლოგმა ვალტერ პენკმა 1924 წელს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Геоморфологический словарь-справочник, Под редакцией П. Г. Шевченкова; Составитель Ахромеев Л.М., Брянск, 2002.
  2. მორფოლოგიური ანალიზი — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია