გეოგლიფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გეოგლიფი — მიწაზე გამოსახული გეომეტრიული ან ფიგურული გამოსახულება, როგორც წესი, სიგრძით 4 მეტრზე მეტი. ბევრი გეოგლიფი იმდენად დიდია, რომ მათი დანახვა მხოლოდ ჰაერიდან არის შესაძლებელი (ყველაზე უფრო ცნობილი მაგალითი — ნასკას ხაზები).

ისტორიამდელი უფინგტონის თეთრი ცხენი — ევროპის ყველაზე ცნობილი გეოგლიფი.

არსებობს გეოგლიფების შექმნის რამდენიმე საშუალება: ნიადაგის ზედა ფენის მოხსნის გზით ნახატის მთელ პერიმეტრზე, ღორღის იმ ადგილას დაყრის გზით, სადაც უნდა გაიაროს ნახატის მოხაზულობამ, ნახატის შექმნა ხეების დარგვის გზით. გეოგლიფების გამოყენება მხატვრული დანიშნულებით ჩვენს დროშიც მიმდინარეობს.

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე უფრო მეტად ცნობილი გეოგლიფებია — ნასკას ხაზები, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, პერუში. ამ გეოგლიფების შექმნის კულტურული მნიშვნელობა დღემდე რჩება ამოუცნობი, მიუხედავად ბევრი ჰიპოთეზისა[1]. მისი უახლოესი ანალოგი, რომელიც ნასკადან დაახლოებით 30 კმ მანძილზე მდებარეობს, არის შედარებით ნაკლებად ცნობილი პლატო პალპა, ასევე «ატაკამის გოლიათი» და პარაკასის ნახევარკუნძულზე მდებარე «კანდელაბრი».

ჩრდილოეთ ამერიკაში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ბლაიტთან ახლოს არსებობს ბლაიტის ფიგურების მცირერიცხოვანი გეოგლიფები.

დასახელებულ გეოგლიფებთან ერთად დიდი ზომის ნახატები მიწაზე ნაპოვნია ინგლისში (ისტორიამდელი «უფინგტონის თეთრი ცხენი» და შედარებით უახლესი «კერნ აბასის გიგანტი»), ურალში (გეოგლიფი «ლოსი» «ზიურატკულის» ეროვნულ პარკში, ჩელიაბინსკის ოლქში), ალთაიში, აფრიკაში (ვიქტორიის ტბის სამხრეთით და ეთიოპიაში).

რობერტ სმიტსონის თანამედროვე გეოგლიფი — სპირალური დამბა (ანუ ჰიდროგლიფი) დიდი მლაშე ტბის ნაპირთან

თანამედროვე გეოგლიფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინგიზ-ყაენის გამოსახულება ბოგდ-ხან უულის მთაზე

თანამედროვე გეოგლიფებითაა მორთული პერუს ბევრი მთის ფერდოები. ეს ძირითადად სხვადასხვა შინაარსის ტექსტებია — ქალაქ კუსკოს ფერდოებთან მდებარე ლოზუნგიდან «გაუმარჯოს პერუს!», საარჩევნო მოწოდებებამდე ან რეკლამებამდე.

უპირობოდ, თანამედროვე გეოგლიფებს მიეკუთვნება ავსტრალიური ადამიანი მარი.

ბოგდოს მთის მასივზე, რომელიც მდებარეობს მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორის სიახლოვეს, 2009 წელს გაიხსნა უდიდესი გეოგლიფი ჩინგიზ-ყაენის თავის გამოსახულებით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Karsten Lambers: The Geoglyphs of Palpa, Peru: Documentation, Analysis, and Interpretation. Lindensoft Verlag, Aichwald 2006, ISBN 3-929290-32-4. [1]
  • Viola Zetzsche: Ein Modellhelikopter über versunkenen Städten. In: Antike Welt. 1/2006.
  • Dietrich Schulze, Viola Zetzsche: Bilderbuch der Wüste. Maria Reiche und die Bodenzeichnungen von Nasca. Mitteldeutscher Verlag, Halle 2005, ISBN 3-89812-298-0.
  • Viola Zetzsche: Das Rätsel der Pampa. In: National Geographic. 8/2005. (online) დაარქივებული 2009-02-13 საიტზე Wayback Machine.
  • Viola Zetzsche: Archäologie ferngesteuert. In: Abenteuer Archäologie. 4/2005, 14. Oktober 2005. (online) დაარქივებული 2009-02-14 საიტზე Wayback Machine.
  • Wolfgang W. Wurster: Cuzco in zwei Welten: Hauptstadt der Inka und spanische Kolonialstadt. In: Antike Welt: Zeitschrift für Archäologie und Kulturgeschichte. 2/2000, S. 141 f.
  • Rudolf Drößler:Kulturen aus der Vogelschau. Archäologie im Luftbild. Jena/ Berlin 1987.
  • Josleen Wilson: The Passionalte Amateurs Guide to Archaeology in the United States. New York 1980. (s.v. mound building (Collier)).
  • Graziano Gasparini, Luise Margolies: Arquitectura Inca. Caracas 1977, S. 50.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. New Technologies for Archaeology: Multidisciplinary Investigations in Palpa and Nasca, Peru, Natural science in archaeology, page 50, Markus Reindel, Günther A. Wagner, Springer Verlag, 2009. ISBN 978-3-540-87437-9