შინაარსზე გადასვლა

გენო ხოჯავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გენო ხოჯავა
დაბადების თარიღი 1 აპრილი, 1937
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 6 მარტი, 2002 (64 წლის)
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი

გენო ხოჯავა (დ. 1 აპრილი, 1937, ქუთაისი — გ. 6 მარტი, 2002) — ქართველი რეჟისორი და სცენარისტი, ფილოლოგი.

დაიბადა 1937 წლის 4 იანვარს ქუთაისში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1975 წელს – მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის (ВГИК) სადადგმო ფაკულტეტის სარეჟისორო განყოფილება (ლევ კულეშოვის სახელოსნო). 1959 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ქვის მთლელები“ (1973)

დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორია ფილმებისა: ბორანი (1975), კოლხური ბალადა (1975), „დილის ნისლივით“ (1976), „მიზანი“ (1979).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]