გენერალ-ანშეფი
იერსახე
გენერალ-ანშეფი (ფრანგ. général en chef) — XVIII საუკუნის რუსეთში გენერლის წოდება. 1716 წელს სამხედრო წესდებით — მთავარსარდალი (უთანაბრდება ფელდმარშალს), რომელიც გენერლების „კონსილიას“ მეთაურობდა. 1796-1797 წლებში წესდებებით გენერალ-ანშეფის წოდების ნაცვლად შემოიღეს წოდებები გენერლებისა ჯარების გვარეობათა მიხედვით (ინფანტერიის გენერალი, კავალერიის გენერალი, არტილერიის გენერალი, ინჟინერ-გენერალი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 44.