გენდერული სახელფასო სხვაობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აქტივისტების დემონსტრაცია „თანასწორი ხელფასის დღეს“ ფრანკფურტში.

გენდერული სახელფასო სხვაობა — საშუალო სხვაობა დასაქმებული ქალებისა და კაცების ანაზღაურებებს შორის. მიიჩნევა, რომ ქალებს საშუალოდ უფრო ნაკლებს უხდიან, ვიდრე კაცებს.

სახელფასო სხვაობასთან დაკავშირებით გვხვდება ორი სხვადასხვა რიცხვი: არაადაპტირებული და ადაპტირებული სახელფასო სხვაობა. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, მოიცავს ნამუშევარი საათების, დასაქმების სფეროების, განათლებისა და მუშაობის გამოცდილების სხვაობებს.[1] მაგალითად, აშშ-ში ქალის საშუალო არაადაპტირებული ყოველწლიური ხელფასი 79%-ით უფრო ნაკლებია, ვიდრე კაცების ხელფასი, ადაპტირებულის შემთხვევაში კი ეს რიცხვი 95%-ია.[2][3]

სახელფასო სხვაობის მიზეზები დაკავშირებულია სამართლებრივ, სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებთან და სცდება „თანაბარი ანაზღაურება თანაბარი საქმისთვის“ ცნების ფარგლებს.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gender Pay Gap.
  2. Progress on the Gender Pay Gap: 2019 - Glassdoor en-US (2019-03-27). ციტირების თარიღი: 2021-03-09
  3. O'Brien, Sara Ashley (April 14, 2015). „78 cents on the dollar: The facts about the gender wage gap“. CNN Money. New York. ციტირების თარიღი: May 28, 2015. ციტატა: „7% wage gap between male and female college grads a year after graduation even controlling for college major, occupation, age, geographical region and hours worked.“
  4. https://ec.europa.eu/eurostat/documents/2995521/7896990/3-06032017-AP-EN.pdf