გენდერული როლები ისლამში
გენდერული როლები ისლამში — გენდერული როლები ისლამში ემყარება წმინდა წერილებს, კულტურულ ტრადიციებსა და იურისპრუდენციას.
ყურანი – ისლამის წმინდა წიგნი, მიუთითებს, რომ მამაკაცები და ქალები სულიერად თანასწორნი არიან:
„ვინც სიკეთეს აკეთებს, იქნება ის მამაკაცი თუ ქალი, და აქვს რწმენა, ისინი შევლენ სამოთხეში და არავინ დაჩაგრავს მათ.[1]“ |
მიუხედავად ამისა, ისლამის უმეტეს წესსა და კანონში ეს თანასწორობა არ გამოიხატება.[2] ყურანი არ ადგენს სპეციფიკურ როლს ქალისათვის, თუმცა, ისლამურ პრაქტიკაში გენდერული როლები მკაცრადაა გამიჯნული, რაც იმაში გამოიხატება, რომ ქალი და მამაკაცი უმეტესად სხვადასხვა უფლება-მოვალეობის შემსრულებელნი არიან.[3][4][5] ეს ეყრდნობა სხვადასხვა კულტურულ მოლოდინს, მაგალითად, უმეტეს ისლამურ ქვეყანაში, ქალებს კანონით აქვთ აკრძალული ზოგიერთი უფლების გამოყენება.
ტრადიციული გენდერული როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუსლიმურ კულტურაში ქალს მოეთხოვება იყოს დამყოლი, მზრუნველი ცოლი და დედა. ის მიიჩნევა ოჯახური გარემოს განუყოფელ ნაწილად. მამაკაცი მოიაზრება, როგორც ოჯახის დამცველი და მასზე მზრუნველი, პასუხისმგებელი.[6] ამის მიუხედავად, ზოგიერთი მუსლიმი სწავლული მიიჩნევს, რომ ქალები არ არიან ვალდებულნი დარჩნენ სახლში დიასახლისებად.[7][8]
ყურანში კონკრეტულად არ არის ქალისა და მამაკაცის როლები განსაზღვრული, სხვადასხვა სოციო-კულტურული ჯგუფი გენდერის როლს წარმოაჩენს იმის მიხედვით, თუ რამდენად ლიბერალური თუ კონსერვატიულია. ამის მიუხედავად, ყურანში ნაგულისხმევია, რომ ორივე გენდერი ოჯახისათვის მნიშვნელოვან საქმიანობას თანაბრად ინაწილებს.
საიდ ყუტბი, რომელიც ეგვიპტური მუსლიმური საძმოს წევრი იყო გასული საუკუნის 50-60-იან წლებში, მიიჩნევდა, რომ ყურანი კაცს აძლევს უფლებას უპატრონოს თავის ოჯახს.[9] ყუტბის იდეოლოგიას ახლაც აქვს დიდი გავლენა ისეთ რადიკალურ ისლამისტებზე, როგორებიც შუა აღმოსავლეთის ზოგიერთი ლიდერია.
ქალის როლი ოჯახში მამაკაცის როლისგან განსხვავებულია, თუმცა მასაც აქვს ღირებულება. ის დაფასებულია ისლამურ კულტურაში. ტრადიციულად, ქალები პატარა ასაკიდან იზრდებიან სახლში მათთვის გამოყოფილ ადგილას, კერძოდ ჰარემში. ჰარემი არის სახლის ის ნაწილი, სადაც ქალები ცხოვროდნენ. სწორედ აქ ასწავლიდნენ პატარა გოგონებს დიასახლისის საქმიანობას, აქ ასწავლიდნენ ისლამურ კანონებსა და ღირებულებებს.[10]
ფემინურობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რა ითვლება ქალურად და როგორია „იდეალური“ მუსლიმი ქალი — ეს წარმოდგენა მუდმივად იცვლება. ამ ცვლილებებზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, მათ შორის გლობალური ბაზარი და მოდერნიზაცია. ყურანი მოითხოვს, რომ მუსლიმმა მამაკაცებმა და ქალებმა მოკრძალებულად ჩაიცვან.[11] ჰიჯაბის კანონის მიხედვით, ქალმა სახლიდან გასვლისას უნდა დაფაროს სხეულის ყველა ნაწილი, გარდა სახისა და ხელებისა. ეს არის მოკრძალების, ღვთისადმი მორჩილებისა და ისლამური ღირებულებების პატივისცემის ნიშანი.[12][13] მოდერნიზაციამ შეცვალა ფემინურობის მრავალი ასპექტი, როგორც წარსულში, ისე დღემდე.[14]

ჩაცმულობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყურანი ეხება ჩაცმულობის სტანდარტებს როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. სურა 24, მუხლები 30-31 აცხადებს:
„უთხარი მორწმუნე კაცებს, რომ მოარიდონ თვალნი მათნი აკრძალულს და დაიცვან ნამუსი მათნი. ეს უფრო წმინდაა მათთვის, ალლაჰი უწყის, რასაც ისინი სჩადიან. და უთხარი მორწმუნე ქალებს, მოარიდონ თვალნი მათნი აკრძალულს და დაიცვან ნამუსი მათნი და არ გამოაჩინონ თავიანთი სამშვენებლები, გარდა მოჩანს რაც მისგან; დაფარონ საბურველით გულმკერდი და არ დაანახონ თავიანთი სამშვენებლები არავის, გარდა ქმრისა, მამისა, მამამთილისა, ვაჟიშვილებისა, ქმრის ვაჟიშვილებისა, ძმებისა და ძმათა და დათა ძმებისა, მათი ქალებისა, მხევლებისა, რომლებიც მათმა მარჯვენამ მოიპოვა, მამაკაცი მსახურებისა, რომლებსაც ქალის სურვილი არ გააჩნიათ, ბავშვებისა, რომლებიც ქალის სიშიშვლეს ვერ ამჩნევენ. და არ გადადგან ფეხი ისე, რომ არ გამოაჩინონ ის, რაც უნდა დამალონ.[15]“ |
გენდერი და სექსუალობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სექსუალობა ისმალურ ტექსტებში ძირითადად განხილულია ჰეტეროსექსუალური ქორწინების კონტექსტში. სექსუალური ცხოვრების დაწყება ქორწინებმდე და ჰომოსექსუალობა აკრძალულია. უმეტესად სექსუალობასთან დაკავშირებით გამოყოფილია ქალებისა და მამაკაციების სექსუალობის დაპირისპირება. ასევე გამოიყოფა ქორწინებამდე სექსუალური ცხოვრება და ქორწინების შემდგომი სექსუალური ცხოვრება. ტრადიციული ისლამი მხოლოდ ქალისა და კაცის ურთიერთობას მიიჩნევს მისაღებად.
ისლამური ტრადიციები სექსუალურ მოთხოვნილებებს აღიარებს ქალისთვისაც და კაცისთვისაც. ბევრი კლასიკური არგუმენტის თანახმად, ქმრის მოვალეობაა ცოლის სექუალური მოთხოვნილებების ასრულება, რაც წარმოადგენს მისი, როგორც გათხოვილი ქალის უფლებას.
ქალთა გენიტალიების დასახიჩრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალთა გენიტალიების დასახიჩრება ზოგიერთ ისლამურ ქვეყანაში დღესაც გავრცელებული რელიგიური ქმედებაა.[17]
მიუხედავად იმისა, რომ ქალთა ორგანოების დასახიჩრება სათავეს აფრიკიდან იღებს და ისლამამდე პერიოდშიც არსებობდა, პრაქტიკამ და კულტურამ მოცემული ქმედება ისლამთან დააკავშირა. აღნიშნული იქიდან გამომდინარეობს, რომ ეს რელიგია ფოკუსირდება ქალთა უმწიკვლობაზე. ამის მიუხედავად, მოცემული ყურანში არაა მოხსენიებული. ის ჰადითში მოხსენიებულია, თუმცა, სავალდებულო ხასიათი არ აქვს. ამის მიუხედავად, ზოგიერთი ინტერპრეტაცია მას სავალდებულო მოთხოვნად მიიჩნევს.[18]
ქვეყნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გენდერული როლები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, რადგან მუსლიმურ ქვეყნებში ქალთა ემანსიპაცია და უფლებები სხვადასხვა დონეზეა განვითარებული.
საუდის არაბეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990 წელს საუდის არაბეთში მიღებული დადგენილებით ქალებს აეკრძალათ მანქანის ტარება. ინტერვიუში ჰალალ ალ-დოსარმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარმა, განმარტა, რომ ქალებისათვის ტრანსპორტის მართვის აკრძალვა არ იყო რელიგიური ან კულტურული ქმედება, არამედ ეს სათავეს იღებდა პოლიტიკური მიზნებიდან. მან ასევე აღნიშნა, რომ ქალების მიერ მანქანის ტარების აკრძალვა აბსრუდული იყო, ვინაიდან, მუჰამედის ერაშიც კი ქალები აქლემებითა და სხვა სახის ტრანსპორტით, აკრძალვის გარეშე, გადაადგილდებობდნენ.[19][20]
2017 წლამდე ქალებისთვის საუდის არაბეთში მანქანის ტარება აკრძალული იყო. 2018 წლის ივნისიდან ქალებს საუდის არაბეთში მანქანის მართვის უფლება აქვთ.[21][22]
საუდის არაბეთში ქალების როლი შრომით ბაზარზე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 2002 წელს მხოლოდ 10% იყო, ხოლო 2021 წელს ეს მაჩვენებელი 33%-მდე გაიზარდა.[23][24]
საუდის არაბეთში ქალთა ემანსიპაცია ბევრად უფრო ნელი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე მის მეზობელ არაბულ ქვეყნებში.
ირანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ბევრი ცვლილება განიცადა ქალთა უფლებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ირანული რევოლუაციის დროს, 1979 წელს.[25] ამ დროს მიღებულმა კანონებმა შეზღუდა ქალთა უფლებები, მოხდა მათი სეგრეგაცია საჯარო სივრცეებში, აიკრძალა განათლებაზე და ზოგიერთ პოლიტიკურ პოზიციაზე ხელმისაწვდომობა.[26] 1989 წელს კონსტიტუციის გადახედვამ და ცვლილებამ, ქალთა უფლებების მხრივ მდგომარეობა გააუმჯობესა და მათ ახალი შესაძლებლობები მისცა.[27] რამდენიმე ქალი ირანის პარლამენტშიც აირჩიეს, ხოლო უფრო მეტ ქალს მიეცა შესაძლებლობა, მიეღო უკეთესი განათლება, ყოფილიყო სამოქალაქო აქტივობების მონაწილე.[28][29]
ირანში ქალთა წიგნიერების დონე, მათი როლი შრომის ბაზარზე გაზრდილია. ამის მიუხედავად, ქალების უმუშევრობის მაჩვენებელი მამაკაცებთან შედარებით კვლავ საგრძნობლად მაღალია.[30][29]
ავღანეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავღანეთში თალიბანის მმართველობის დროს ქალებისათვის უმეტესად აკრძალული იყო დასაქმების შესაძლებლობა. ქალებს, რომლებსაც შვილები ჰყავდათ, არ ჰქონდათ მუშაობის შესაძლებლობა. ხოლო სხვა ქალებისათვის მიიჩნეოდა, რომ უმჯობესი იქნებოდა, მხოლოდ სახლიდან ემუშავათ. ასევე თალიბანის მმართველობის დროს დაიხურა გოგონათა ყველა სკოლა, ქალებს ჩამოერთვათ ყველა უფლება, რომელთა მოსაპოვებლადაც დიდი დროის განმავლობაში იბრძოდნენ. აიკრძალა მათი გასვლა სახლიდან უნებართვოდ, ასევე აკრძალვები გამკაცრდა ქალთა ჩაცმულობაზეც.[31] ქალებს შეეძლოთ სამედიცინო სფეროში მუშაობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი პაციენტები ქალები იქნებოდნენ. დაქვრივებულ ქალებს განსაკუთრებით უჭირდათ სამსახურის შოვნა, თუმცა თალიბანის მიერ გამოცემული კანონის თანახმად, 1999 წელს მათ მიეცათ საშუალება გარკვეულ სფეროებში დასაქმებულიყვნენ.[32]
თალიბანის მმართველობის დასრულების შემდეგ განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობები ქალებისათვის გაიზარდა. ქალებს ისევ შეეძლოთ ემუშავათ, როგორც მასწავლებლებს. შეიქმნა ქალმოსამართლეთა ასოციაცია, ამის მიუხედავად, ქალები არ იყვნენ განათლების სფეროში საკმარისად წარმოდგენილი.[33]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Surah An-Nisa - 124 en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-01-23. ციტირების თარიღი: 2022-03-02
- ↑ Jivraj; de Jong; Suhraiya; Anisa. A Resource on Sexuality, Gender and Islam en (2003).
- ↑ ul Haq, Ikram. Does Islam SPECIFICALLY say women are to be cookers, cleaners and housewives?. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 7, 2012. ციტირების თარიღი: March 14, 2014
- ↑ ul Haq, Ikram. Is it a woman's duty to cook for her husband?. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 1, 2012. ციტირების თარიღი: March 14, 2014
- ↑ Salih, Su`ad. (June 18, 2002) On islam, "Women Working as TV Announcers.". ციტირების თარიღი: March 14, 2014.
- ↑ Jivraj; de Jong; Suhraiya; Anisa. A Resource on Sexuality, Gender and Islam en (2003). ციტირების თარიღი: 28 April 2023
- ↑ It is not compulsory upon the wife to do the housework. ციტატა: „"The Majority of Muslim scholars think that serving one's husband is not compulsory...Imaams Maalik, Ash-Shaaf`i and Abu Haneefah may Allah have mercy upon them support this. Al-Qayyim may Allah have mercy upon him cited that marriage contract enables a husband to enjoy his wife; it does not enable him to engage her in housework."“
- ↑ Women's Issues. ციტატა: „"...cooking, sewing, cleaning, laundry, etc. These things are not an obligation on her [the wife]"“ ციტირების თარიღი: September 7, 2017
- ↑ Haddad; Esposito (1998) Islam, gender, & social change. New York: Oxford University Press, გვ. 20–38. ISBN 0195113578.
- ↑ Walther, Wiebke (1981). Woman in Islam. London: George Prior Associated Publisher Ltd, გვ. 42. ISBN 9780839002567.
- ↑ Martin et al. (2003), Encyclopedia of Islam & the Muslim World, Macmillan Reference.
- ↑ Al-Arabiyah Al-Islamiyah, Darul-Uloom. Inter-Islam, "Hijaab (Veil)." Last modified 2001. Accessed March 14, 2014. http://www.inter-islam.org/Actions/Hijbdu.html დაარქივებული 2018-02-08 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ Selected Rulings. ციტატა: „"It is necessary for women to cover their whole bodies from strangers except for the face and hands. No special kind and color of dress is recommended; anything with which the body can be covered would be sufficient."“ ციტირების თარიღი: September 8, 2017
- ↑ Doumato, Eleanor Abdella (1999). „Women and Work in Saudi Arabia: How Flexible Are Islamic Margins?“. Middle East Journal. 53 (4): 568–583. ISSN 0026-3141. JSTOR 4329391.
- ↑ Surah An-Nur - 30-31 en. ციტირების თარიღი: 2022-03-02[მკვდარი ბმული]
- ↑ Saeidzadeh, Zara (2020-04-02). „"Are trans men the manliest of men?" Gender practices, trans masculinity and mardānegī in contemporary Iran“. Journal of Gender Studies (ინგლისური). 29 (3): 295–309. doi:10.1080/09589236.2019.1635439. ISSN 0958-9236. S2CID 199145725.
- ↑ UNICEF 2013, 69–71.
- ↑ UNICEF press release, 2 July 2007; UNICEF 2013, 70.
- ↑ Saudi women to be allowed driving licences. BBC (26 September 2017). ციტირების თარიღი: 26 September 2017
- ↑ Kennedy, Merrit. (September 26, 2017) Saudi Arabia Says It Will End Ban And Allow Women To Drive.
- ↑ Arab Human Development Report (2002), Creating Opportunities for Future Generations, UNDP, New York, NY.
- ↑ Jalabi, Raya (2021-11-04). „Saudi women barrel into workforce in changing kingdom“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-06-23.
- ↑ Arab Human Development Report (2002), Creating Opportunities for Future Generations, UNDP, New York, NY.
- ↑ Jalabi, Raya (2021-11-04). „Saudi women barrel into workforce in changing kingdom“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-06-23.
- ↑ Adult education offers new opportunities and options to Iranian women. Ungei.org (March 6, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 5, 2018. ციტირების თარიღი: May 20, 2013
- ↑ Adult education offers new opportunities and options to Iranian women. Ungei.org (March 6, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 5, 2018. ციტირების თარიღი: May 20, 2013
- ↑ Iran Chamber Society: Iranian Society: Gender, Islam, and Politics - Iran. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-11-30. ციტირების თარიღი: 2025-11-09
- ↑ Keddie, Modern Iran (2003) p. 286
- 1 2 Bahramitash, Roksana (Spring 2004). „Market fundamentalism versus religious fundamentalism: women's employment in Iran“. Critique: Critical Middle Eastern Studies. Taylor & Francis. 13 (1): 33–46. doi:10.1080/1066992042000189706. S2CID 220378330.
- ↑ Mollahosseini, Ali (January 2008). „Gender and employment in Iran“. Indian Journal of Gender Studies. SAGE. 15 (1): 159–162. doi:10.1177/097152150701500110. S2CID 144486202.
- ↑ „Afghanistan: Taliban announce new rules for female students“. BBC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-05-23.
- ↑ Keddie, Nikki R. (2007). Women in the Middle East. Princeton University Press. ISBN 978-0-691-12863-4.
- ↑ Hozyainova, Anastasiya. (2014) Sharia and Women's Rights in Afghanistan. US Institute of Peace.