გელაქუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გელაქუნისომხეთის ისტორიული ოლქის გეღარქუნის და სევანის ტბის („გელაქუნის ზღვა“) სახელწოდება ქართულ ისტორიულ წყაროებში.

გელაქუნი მდებარეობდა სევანის ტბის სამხრეთით და აღმოსავლეთით, თანამედროვე შაჰდაღისა და ვარდენისის ქედებს შორის (სომხეთის თანამედროვე პროვინცია გეღარქუნიქი უფრო ვრცელია). გელაქუნის მთიან მხარეზე („გელაქუნის მთიანი“) გადიოდა სამხრეთ კავკასიის მნიშვნელოვანი მაგისტრალი — დვინიდან ბარდავში მიმავალი გზა. თამარ მეფის დროს გელაქუნი საქართველოს სამეფოში შედიოდა, მონღოლთა დაპყრობის შემდეგ მათი ერთ-ერთი საზაფხულო სადგომი იყო. აქედან ისინი თავს ესხმოდნენ საქართველოს სამეფოს შიდა რეგიონებს. XV საუკუნის II ნახევარში გელაქუნი ირანის ფარგლებში მოექცა. თურქმენჩაის ზავის (1828) თანახმად აღმოსავლეთ სომხეთთან ერთად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]