გელათის ოთხთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გელათის სახარება)
გელათის ოთხთავი

გელათის ოთხთავი ანუ სახარებაXII საუკუნის ქართული ხელნაწერი სახარება, საზეიმო ოთხთავი. პირველი ნიმუშია, რომელიც ქართულენოვანი სახარების გიორგი მთაწმიდელისეულ რედაქციას შეიცავს. ძირითად ტექსტს დართული აქვს სადეკლამაციო-ლიტურგიკულ ნიშანთა განმარტებები ბერძნულ და ქართულ ენებზე და „ავგაროზის ეპისტოლე“.

საწერ მასალად გამოყენებულია საგანგებოდ დამუშავებული ეტრატი. ხელნაწერი 293 ფურცლისაგან შედგება, რომელთა ზომები 26X18.8 სანტიმეტრია. გადაწერილია ნუსხურით, ყავისფერი მელნით, სინგურითა და ოქრომელნით. გამორჩეულია თავისი მხატვრული გაფორმებით. შემკულია სვეტოვანი კამარებით, 254 მინიატიურით, დახვეწილი საზედაო ასოებით, რომლებიც ოქრომელნითაა შესრულებული. თითოეული მინიატიურის ფონად ფურცლოვანი ოქროა გამოყენებული. ოთხივე თავს წინ უძღვის მახარებელთა გამოსახულებები. ოთხივე თავის სათაური ჩასმულია ხალიჩისებური ორნამენტით შემკულ ჩარჩოში.

გელათის ოთხთავი ამჟამად ინახება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Q ფონდში (Q-908).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 66