გეი მეგობრული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გეი მეგობრული (ინგლ. Gay-friendly) — ადგილი, პოლიტიკა, ხალხი ან ინსტიტუტები რომლებიც მიესალმებიან გეი ურთიერთობას. (ყველა ადამიანის მიმართ რომელიც მოიხსენიება ლგბტ საზოგადოებაში) ისინი ცდილობენ, რომ შექმნან გეი მხარდამჭერი და მათი ურთიერთობების ხელშემწყობი გარემო სადაც ყველა ადამიანს ექნება თანაბარი უფლებები, ყველა ადამიანს ექნება ურთიერთპატივისცემა, ყველა ადამიანი მოეპყრობა ერთმანეთს თანასწორად და ადამიანები არ განიკითხავენ სხვებს. ეს ტერმინი ჩამოყალიბდა XX საუკუნის ბოლოს სამხრეთ ამერიკაში და სწორად გატარებულმა პოლიტიკამ მოიცვა ყველა სფერო, დაწყებული საგანმანათლებო დაწესებულებით და დამთავრებული სამუშაო ადგილებით, სადაც ხალხის უმეტესობა გახდა გეი ადამიანების მიმართ მიმღები.

გეი მეგობრული ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქები რომლებიც მსოფლიოჩი ცნობილნი არიან გეი მეგობრულობით:სან-ფრანცისკო, სიეტლი, თელ-ავივი, ნიუ-იორკი, სიდნეი, რიო-დე-ჟანეირო, მელბურნი, პარიზი, ჩიკაგო, ბრიჯტონი, ამსტერდამი, მონტერია, ლონდონი, ბერლინი და მრავალი სხვა.[1][2]

სპარტაკუსის საერთაშორისო გეი გზამკვლევმა გამოაქვეყნა გეი მოგზაურობის ინდექსი (Gay Travel Index), სადაც გეი მეგობრული ქვეყნების რეიტინგია. ქვეყნებს ქულები ეწერებათ შემდეგი კომპონენტებით ანტი-დისკრიმინაციული კანონი, ქორწინების თანასწორობა, პარტნიორობის და შვილად აყვანის კანონი, და ლგბტ მარკეტინგი. ამავდროულად, ქულები აკლდებათ შემდეგი ფაქტორების გამო:ანტი-ლგბტ კანონების, აივ ინფიცირებულთა მოგზაურობის შეზღუდვის, რელიგიური წნეხის, და პროსტიტუციის, მკვლელობის და ლგბტ ხალხის სიკვდილით დასჯისთვის.

2013 წელს, სპარტაკუსის გეი მოგზაურობის ინდექსში პირველ 11 ადგილს იკავებდნენ (შვედეთი, დანია, ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი, ბელგია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო და ესპანეთი), ასევე კანადა, ახალი ზელანდია და ურუგვაი.[3] ბოლო 5 ადგილს კი იკავებენ ირანი, საუდის არაბეთი, რუსეთი, იორდანია და იამაიკა.[4]

სპარტაკუსმა ასევე გამოაქვეყნა გეი მოგზაურობის ინდექსი აშშ-ის მასშტაბით. 2013 წელს, ტოპ 5-ში შედის მხოლოდ ჩრდილოეთის რეგიონები, ასევე ტოპ 10-ში შედის კალიფორნია, ილინოისი და ორეგონი. ბოლო 10 ადგილს იკავებს სამხრეთის რეგიონები, რამდენიმე შტატის გამოკლებით (იუტა, აიდაჰო და მონტანა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასარგებლო ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]