გეისარიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გეისარიე
აზერ. Qeysəriyyə

გეისარიე რეკონსტრუქციის წინ
მდებარეობა ორდუბადი, აზერბაიჯანი


გაისარე (აზერ. Qeysəriyyə) — ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკაში მდებარე ქალაქ ორდუბადეს ცენტრში ბაზრის მოედანზე განლაგებული XVII საუკუნის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი. ის არის ერთ-ერთი თურქულ-ისლამური ძეგლი ნახიჩევანში.[1] გაისარიეს საერთო ფართი შეადგენს 540 მ².[1] ის შედგება ერთი დიდი და მის გარშემო განლაგებული 16 პატარა გუმბათისაგან. ძეგლი აგებულია გამომწვარი აგურისაგან და სიმაღლით 8,5 მეტრია. ისტორიული ნაგებობის ფანჯრები ფიჭური სისტემით არის განლაგებულ.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა «გეისარიე» გადახურულ აღმოსავლურ ბაზარს ნიშნავს, რომელიც აგებულია ძველი ძვირფასეულობისა და ძვირფასი ქვების გასაყიდად. ასეთი ნაგებობები მსოფლიოში სამ ადგილზე შეიძლება მოიძებნოს — სამარყანდში, თებრიზში და ორდუბადეში.[2] აქ ძირითადად ოქროს სამკაულები იყიდებოდა.[3] ასევე გასაყიდად გამოფენილია შაჰების რამდენიმე ნივთი, ისეთები როგორიცაა ძვირფასეულობები, წითელი ძვირფასი ქვები. ამიტომ ამ ძეგლს კიდევ «ბაზარ შახა» ეწოდება[1]. შაჰ აბასმა ეს შენობა თავისი ცოლისათვის ააშენა. ნაგებობის მიზანი იყო შაჰ აბასის კუთვნილი ოქროსა და ძვირფასეულობების გაყიდვა.[4]

მოგვიანებით შენობა გამოიყენებოდა როგორც ზორხანა. ზორხანის მოქმედების პერიოდში თავის ძალებს სცდიდნენ მოჭიდავეები ირანიდან, თურქეთიდან, ხამადანადან და სხვადასხვა ადგილებიდან. გამარჯვებული ღებულობდა მუჭა ოქროს ხანის კელიაში მყოფისაგან. დაახლოებით 19 საუკუნის შუა წლებში ამ შენობაში იკრიბებოდნენ ორდუბადეში დაარსებული ლიტერატურული კრების «ანკუმანი-შუარა»-ს წევრები, კითხულობდნენ საკუთარ ნაწარმოებებს და ლიტერატურულ დისკუსიებს მართავდნენ. ХХ საუკუნეში ძეგლი მოქმედებდა როგორც აბრეშუმის ქსოვილის წარმოების საამქრო, ხოლო 1978 წელს აღდგენილი იქნა არქიტექტორ ზაქირ ბაბაევის მიერ.[2] ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანების თანახმად 2010 წელს გეისარიეში ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები.[1]

1991 წლიდან ამ შენობაში მოქმედებს ორდუბადის რაიონის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი[1]. 2011 წლის 14 იანვარს რესტავრაციის შემდეგ ხელახლა გაიხსნა ისტორიული ძეგლი გეისარიე.[3]

ექსპონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში გამოფენილია უძველესი დროის მხატვრული ექსპონატები, მათ შორის აბრეშუმის ნაკეთობები. მასში დაცულია 4000-ზე მეტი ექსპონარი, 150 ექსპონატთან დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები. 2016 წელს მუზეუმში XIV-XV საუკუნის დროინდელი იარაღის, სპილენძის ტარასა და ისტორიული ლიტერატურის სახით წარმოდგენილი 30-ზე მეტი ახალი ექსპონატი გაჩნდა.[2] მუზეუმში ინახება რკინის ინსტრუმენტები. რაიონში მცხოვრები ასაკოვანი ადამიანების გადმოცემის თანახმად, XVII საუკუნეში ორდუბადში სახლების კარებზე ეკიდა ორი სხვადასხვა რკინის ჩაქუჩი. ერთი მათგანით აკაკუნებდნენ ქალები, და შესაბამისად სახლის კარებს ქალი აღებდა. მეორე ინსტრუმენტით კი აკაკუნებდნენ მამაკაცები.[3]

ჩვენს ერამდე II-I ათასწლეულს მიკუთვნებლი გამიგაიას გრანიტის ქვები მუზეუმის უძველეს ექსპონატებს წარმოადგენს. აქ ასევე შენახულია ყურანის 32 ხელნაწერის კოპია.[3]

ორდუბადის მუზეუმში ასევე არის სკივრი ზანზალაკით. ორდუბადელმა მდიდარმა სახელად არბუბმა საფრანგეთიდან ჩამოიტანა თავისი ძვირფასი ნივთების შესანახად. სკივრის წონა 347 კილოგრამია. ასევე არის სეიფი ოქროს შესანახად. ზანზალაკს სკივრის მოპარვისაგან დაცვის დანიშნულება აქვს.[3]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Historical and architectural monuments en. imp.nakhchivan.az. ციტირების თარიღი: 7 February 2018.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Ordubadın incisi: Qeysəriyyə tarixi abidəsi az. naxcivantv.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მაისი 2020. ციტირების თარიღი: 7 February 2018.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Ordubadın incisi: Qeysəriyyə abidəsi az. medeniyyet.az. ციტირების თარიღი: 7 February 2018.
  4. Naxçıvandakı məşhur Qeysəriyyə abidəsi az. zeka.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-07. ციტირების თარიღი: 7 February 2018.