შინაარსზე გადასვლა

გეირ ჰაარდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გეირ ჰაარდე
ისლ. Geir Hilmar Haarde
დაბადების თარიღი 8 აპრილი, 1951(1951-04-08)[1] [2] [3] (75 წლის)
დაბადების ადგილი რეიკიავიკი[1] [3]
მოქალაქეობა  ისლანდია
განათლება ბრანდეისის უნივერსიტეტი, ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტი, მინესოტის უნივერსიტეტი და Paul H. Nitze School of Advanced International Studies
ჯილდოები Grand Officer of the Order of the Falcon[4] და შევარდნის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი[4]

გეირ ჰაარდე (დ. 8 აპრილი, 1951[5]) — ისლანდიელი პოლიტიკოსი, რომელიც ისლანდიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა 2006 წლის 15 ივნისიდან[6] 2009 წლის 1 თებერვლამდე, ხოლო 1995 წელს ჩრდილოეთის საბჭოს პრეზიდენტი იყო. გეირი 2005 წლიდან 2009 წლამდე ისლანდიის დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე გახლდათ. 2015 წლიდან 2019 წლამდე იგი მსახურობდა ისლანდიის ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში.[7] 2019 წლიდან იგი მსოფლიო ბანკის ჯგუფის უფროსი წარმომადგენელია.[8]

თავდაპირველად გეირი სათავეში ედგა კოალიციას თავის პარტიასა და პროგრესულ პარტიას შორის. 2007 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც დამოუკიდებლობის პარტიამ მიღებული ხმების წილი გაზარდა, გეირმა პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება განაახლა და ჩამოაყალიბა კოალიცია საკუთარ პარტიასა და სოციალ-დემოკრატიულ ალიანსს შორის. აღნიშნული კოალიცია 2009 წლის იანვარში გადადგა 2008 წლის ოქტომბრის ეკონომიკურ კოლაფსს მოყოლილი მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად. 2010 წლის სექტემბერში გეირი გახდა პირველი ისლანდიელი მინისტრი, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაცდომის გამო წაეყენა ბრალი და წარსდგა ლანდსდომურის — ამ ტიპის საქმეთა განმხილველი სპეციალური სასამართლოს — წინაშე. იგი დამნაშავედ ცნეს ბრალდების ერთ მუხლში, ხოლო ყველაზე მძიმე დარღვევების ნაწილში გამართლდა.

  1. 1 2 http://www.althingi.is/altext/cv/is/?nfaerslunr=162
  2. ↑ Munzinger Personen
  3. 1 2 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  4. 1 2 https://www.forseti.is/embaettid/orduhafaskra
  5. ↑ Geir H. Haarde, Secretariat of Althingi, http://www.althingi.is/cv_en.php4?ksfaerslunr=31. წაკითხვის თარიღი: 29 January 2009
  6. ↑ Prime Minister of Iceland Mr. Geir H. Haarde, Prime Minister's Office, http://eng.forsaetisraduneyti.is/minister/cv. წაკითხვის თარიღი: 29 January 2009 დაარქივებული 18 October 2017[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  7. ↑ Skrá yfir fulltrúa Íslands hjá erlendum ríkjum frá upphafi (Icelandic Representatives to other States) is. Utanríkisráðuneytið (Icelandic Ministry for Foreign Affairs). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 March 2016. ციტირების თარიღი: 1 March 2015
  8. ↑ Geir Haarde hóf störf hjá Alþjóðabankanum í dag is (2019-07-01). ციტირების თარიღი: 2024-08-16