გევორქ ახვერდიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გევორქ ახვერდიანი (დ. 5 ივნისი/17 ივნისი, 1818, თბილისი, — გ. 17 ნოემბერი/29 ნოემბერი, 1861, იქვე) — სომეხი ლიტერატურათმცოდნე, საზოგადოებრივი მოღვაწე. აგროვებდა აშუღური პოეზიის ნიმუშებს. საიათნოვას სომხურ ლექსებს დაუთმო გამოკვლევა, კომენტარები და გამოსცა მოსკოვში (1852). ნაშრომი „თბილისის ამქრები“ ავტორის სიკვდილის შემდეგ ნაწილ-ნაწილად გამოიცა თბილისში (1882-1883). 1903 წელს გამოვიდა მის მიერ შედგენილი კრებული XVIII საუკუნისა და XIX საუკუნის I ნახევრის გუსანთა სიმღერებისა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]