გევორქ ასატური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გევორქ ასატური
Գևորգ Ասատուր.JPG
დაბ. თარიღი 6 (18) ივნისი 1868
დაბ. ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 7 ოქტომბერი 1937(1937-10-07) (69 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი და მასწავლებელი
ენა სომხური ენა
ეროვნება სომხები
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
ალმა-მატერი ნერსისიანის სკოლა

გევორქ კონსტანტინეს ძე ასატური (ნამდვილი გვარი ასტვაწატრიანი) (დ. 18 ივნისი [ძვ. სტ. 6 ივნისი], 1868,[1] თბილისი — გ. 7 ოქტომბერი, 1937) — სომეხი ლიტერატორი, მთარგმნელი.

განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ქართველი კლასიკოსი მწერლების სომხურ ენაზე თარგმანში. 1931 წელს გამოსცა ქართული პოეზიის ანთოლოგია, რომელიც შეიცავს მის მიერვე თარგმნილ ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს და ქართული ხალხური პოეზიის ნიმუშებს. გევორქ ასატურმა სომხურად თარგმნა „ვეფხისტყაოსნის“ სრული ტექსტი (გამოქვეყნდა 1937), აგრეთვე ნაწყვეტები ფირდოუსის „შაჰ-ნამედან“. მან პირველმა მიაქცია ყურადღება პეტერბურგის სააზიო მუზეუმში დაცულ ხელნაწერს, სადაც თავმოყრილია საიათნოვას ქართული ლექსები. 1922 წელს გამოაქვეყნა ერევნის სახელმწიფო მუზეუმში დაცული საიათნოვას ხელნაწერის აღწერა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქსე-ის (ტ. I, გვ. 625) მიხედვით 1863, მაგრამ რამდენიმე სომხურენოვან წყაროში მოწმდება 1868 (Գրական Տեղեկատու (Հայկ Խաչատրյան, 1981), ԵՊՀ Կենսագրական Բառարան, Հայկական Համառոտ Հանրագիտարան).